„მთავრობას ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად დასახელების ინიციატივა დავუწუნეთ“ - რაზე ისაუბრეს ეკონომისტებმა ნათია თურნავასთან

„მთავრობას ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად დასახელების ინიციატივა დავუწუნეთ“ - რაზე ისაუბრეს ეკონომისტებმა ნათია თურნავასთან

access_time2020-05-12 18:30:27

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აკადემიურ წრეებთან, ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან ონლაინ შეხვედრის ფორმატში ანტიკრიზისული გეგმა განიხილა.


შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, რომელმაც „კომერსანტთან“ განხილული თემების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე მონაწილეს მიეცა აზრის გამოთქმის საშუალება, ყველამ ერთხმად დაიწუნა მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად მიჩნევა.


„ეს იყო ეკონომიკის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა, 30-35 მონაწილე ვესწრებოდით, მაგრამ მხოლოდ 4-5 ადამიანს მიეცა კითხვის დასმის და აზრის გამოთქმის საშუალება, მომავალ ორშაბათს კიდევ იგეგმება შეხვედრა და ჩვენს აზრს დანარჩენებიც დავაფიქსირებთ. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის შეფასება, რომელიც მათივე თქმით, პირველ ნაბიჯებს მოიცავს და უფრო ვრცელი ვარიანტი მომდევნო დღეებში იქნება ცნობილი. საქართველოში არასოდეს ყოფილა რაიმე მკაფიოდ დაწრილი გეგმა ეკონომიკური განვითარების კუთხით და ახლა თუ შექმნიან ეს ძალიან კარგია. ერთხმად დაფიქსირდა ის აზრი და დაწუნებული იქნა მთავრობის ინიციატივა, რომ ტურისტული სექტორი პრიორიტეტად დაისახეს. ახლა როდესაც არ ვიცით რა მოხდება შემდომში, რადგან ევროპაში და რუსეთში საიდანაც ტურისტების მოლოდინი გვაქვს, ვხედავთ რა ვითარებაა, ამ დროს კი ჩვენ 1 ივლისიდან ვხსნით საზღვრებს, ამ ყველაფრისთვის მოზიდული სახსრებიდან და ბიუჯეტიდან ვხარჯავთ დიდი რაოდენობის თანხას და არ ვიცით ჩამოგვივა თუ არა ტურისტი. შემდგომში ჩემს აზრს იმასთან დაკავშირებით დავაფიქსირებ, რომ როცა ჩამოსულ ტურისტს ახვედრებ ისეთ სასტუმროს სადაც 90% მოწყობილი არის იმპორტირებული პროდუქციით, ასევე ახვედრებ საკვებს რომლის 80% იმპორტირებულია, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ ჯერ სოფლის მეურნეობაზე უნდა ვიზრუნოთ და შემდეგ სხვა დანარჩენ სექტორებზე, თუნდაც ტურიზმზე. განსაკუთრებული დოკუმენტის შემუშავებას ეს შეხვედრა არ ითვალისწინებს, უბრალოდ მთავრობას მინისტრის სახით აინტერესებდა ჩვენი აზრი და შეხედულებები“,- განმარტა ნიკა შენგელიამ.



მომდევნო ონლაინ შეხვედრა სავარაუდო ორშაბათს, 18 მაისს გაიმართება.

 

ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up