მთავრობას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები კიდევ ერთხელ, ამჯერად 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება

მთავრობას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები კიდევ ერთხელ, ამჯერად 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება

access_time2021-12-06 20:00:00

საქართველოს მთავრობას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები კიდევ ერთხელ, ამჯერად 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება.



ამ მიმართულებით მთავრობის უფლებამოსილებების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ინიცირებისთვის მზად არის პროექტი, რომელიც ვადის ერთი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს.



როგორც უმრავლესობის დეპუტატები განმარტავენ, ვადის გაგრძელების მიზანია, ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი შენარჩუნდეს, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას კონკრეტულ უფლებებს აძლევს. ამასთან, პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა COVID 19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები შეარბილა, რამაც შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება შესაძლებელი გახადა.




“COVID 19-ის მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი, ხოლო მის საფუძველზე - შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ეტაპობრივად აუცილებელი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა; განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაადგილების სპეციალური წესები; საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა საჯაროდ შეკრება, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ.



ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გარკვეული შეზღუდვების გაგრძელების აუცილებლობა“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.



IPN.GE



თეგები:
მთავრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up