„მთავრობას მოეთხოვება მეტი მკაფიოობა, რომ ვიცოდეთ რა პირობებში და რისთვის ვიღებთ ახალ ვალებს“ - საგარეო ვალი შესაძლოა მშპ-ს 60%-იან ზღვარს გადაცდეს

„მთავრობას მოეთხოვება მეტი მკაფიოობა, რომ ვიცოდეთ რა პირობებში და რისთვის ვიღებთ ახალ ვალებს“ - საგარეო ვალი შესაძლოა მშპ-ს 60%-იან ზღვარს გადაცდეს

access_time2020-05-13 10:50:04

„ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი და იმდენი დაფინანსება, რამდენიც აუცილებელია, რომ ერთი - კრიზისი დავძლიოთ, მეორე - პოსტკრიზისული პერიოდი დავასტიმულიროთ. შემდგომი პერიოდი, რასაკვირველია, ჩვენ დავაგდებთ ვალის აღების ტემპს და ნელ-ნელა დავიწყებთ ვალის შემცირებას, რაც გააჯანსაღებს ჩვენ ფინანსურ მდგომარეობას, რაც გახდის ჩვენს ეკონომიკას გაცილებით მიმზიდველს“, - განაცხადა ფინანსთა  მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


მინისტრის თქმით, 1.5 მილიარდი დოლარი - ეს არის ის რაოდენობა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხების მოზიდვისა და ვალების დაფარვის შემდეგ ქვეყანაში დარჩება.


კრიზისულ პერიოდში ვალების ასეთი ტემპით ზრდის დინამიკას საგანგაშოდ არ მიიჩნევს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. მისი აზრით, პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს რომ შესაძლოა საბოლოოდ საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ს 60%-იან ზღვარს გადაცდეს, არამედ იმაშია, რომ მთავრობის მხრიდან არ ხდება ინფორმირება თუ რა პირობებით ვიღებთ ახალ ვალებს, როგორ მოგვიწევს დაფარვა და კონკრეტულად რაში გამოვიყენებთ.


 „საგარო ვალს ვიმატებთ, რადგან კრიზისია და სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. ჯერჯერობით მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ აღემატება  საქართველოს საგარეო ვალი და ეს არ არის კატასტროფა, თუმცა ვალია და კარგიც არ არის. თუმცა, მთავრობისგან რაც დამაკლდა არის მეტი მკაფიოობა, რადგან უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ  ამ საერთაშორისო დახმარებებში რამდენია ვალი და რამდენი გრანტი , რა პირობებით და რა პროცენტში ვიღებთ. ასევე ცუდია ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ვიგებთ ინფორმაციას ჩვენი ვალეის და გრანტების შეასახებ და არა საქართველოს მთავრობისგან. ვალის მხრივ კატასტროფული მდგომარეობა არ გვექნება, თუმცა მაჩვენებელი ამ 60%-იან ზღვარს ახალი ვალების დამატების შემთხვევაში ალბათ გადაცდება. რაც უფრო მეტად იზრდება ვალი, რა თქმა უნდა ეს ცუდია, თან საშინაო ვალსაც ვიმატებთ. თუმცა პირველ რიგში ცალსახად რაც მთავრობას მოეთხოვება არის მეტი მკაფიოობა, რომ მეტი ვიცოდეთ როდის და როგორ აპირებენ ვალების დაფარვას და რა პირობებით ვიღებთ მათ“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.



„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი უკვე ისედაც მაღალია, თუმცა აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მისი გონივრულად ხარჯვაა.


„პანდემიის შედეგად კიდევ უფრო ძნელი და ძვირი იქნება მომავალი თაობისთვის საგარეო ვალის მომსახურება და გადახდა. დღეს საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში დაახლოებით 45%-მდეა, ზღვარი კი 60%-ია, თუმცა, არსებულ სიტუაციაში შესაძლოა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინოს და უფრო მეტიც აიღოს. ორივე შემთხევაში საგარეო ვალი ძალიან მაღალია და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სესხის გონივრულად დახარჯვა, თუმცა, მე ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე მტავრობისგან კონკრეტულად რისთვის აპირებენ აღებას და რა პირობებით. სახელმწიფოს მხრიდან, ვალების აღების პრაქტიკა ყოველდღიურობად გადაიქცა, რაშიც ეროვნული ბანკის გავლით ყველანი ჩართულები არიან“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,683 მლრდ ლარი) გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 14,662 მლნ დოლარით მეტია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up