მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს ვალი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში - საგარეო ვალის ახალი რეკორდი

მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს ვალი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში - საგარეო ვალის ახალი რეკორდი

access_time2020-06-08 10:50:46

საქართველოს კონსტიტუციით და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულია, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე 58%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საგარეო ვალმა 18 მლრდ. ლარს გადააჭარბა, წლის ბოლომდე კი 22 მლრდ-მდე გაიზრდება.


 „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი უკვე ისედაც მაღალია, თუმცა აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მისი გონივრულად ხარჯვაა. მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ საგარეო ვალი თითქმის გაორმაგებულია, ახლა კი თითქმის სამმაგდება.


„ვალის ასეთი რაოდენობით გაზრდა არის მორიგი ცუდი ნაბიჯი რომელიც გადაიდგა. შეზღუდვა გვაქვს 60%-იანი, ამიტომ ეს არის მთავრობის უუნარობის გამოვლინება, რადგან ისინი ამ ვალებს გადასახდელად მომავალ თაობას უტოვებენ, ეს კი უპასუხისმგებლობაა. არცერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება იმაზე დიდი ვადით აიღოს სესხი, ვიდრე თვითონ იქნება ხელისუფლებაში. რა სესხიც გვქონდა, იმის გადახდა გვიჭირდა და ახლა მითუმეტეს, თან გასათვალისწინებელია თუ რაში იხარჯება ეს სესხი. პანდემიის შედეგად კიდევ უფრო ძნელი და ძვირი იქნება მომავალი თაობისთვის საგარეო ვალის მომსახურება და გადახდა. 2013 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია ვალი, ახლა კი თითქმის სამმაგდება. 60%-იან ნიშნულს თუ გადაცდა ეს კანონის დარღვევაა და დასჯადია, თუმცა ალბათ ამაზეც თვალს დახუჭავენ. სახელმწიფოს მხრიდან, ვალების აღების პრაქტიკა ყოველდღიურობად გადაიქცა, რაშიც ეროვნული ბანკის გავლით ყველანი ჩართულები არიან“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაღალი საგარეო ვალი, საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.


„ვალის ასეთი დიდი ოდენობა, ქვეყანაში რისკებს ამაღლებს. ფაქტიურად მომავალ თაობას გაზრდილი ვალების გადახდა მოუწევს, რაც მორალური არ არის. ჩვენ ვიღებთ ვალებს და ჩვენ შვილებს ვაკისრებთ მათ გადახდას. გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ცუდია, რადგან როცა საგარეო ვალი ასე იზრდება ისედაც მაღალრისკიან ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისთვის. ამ ყველაფერს თუ  ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას დავუმატებთ, ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება ჩვენი საჯარო ფინანსები, რადგან ლარი თუ კიდევ გაუფასურდება, მაშინვე გაიზრდება დოლარში გამოსახული საგარეო ვალი. ამიტომ, ასეთი დიდი რაოდენობით საგარეო ვალის აღება, ვფიქრობ, რომ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია“, - განმარტა გიგა ბედინეიშვილმა.



აღსანიშნავია, რომ ჯამურად, 2020-2024 წლებში მთავრობა სულ 16,6 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლები საგარეო ვალის მიმართულებით წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:


2020 წელი — 7,1 მილიარდი ლარი;

2021 წელი — 3,4 მილიარდი ლარი;

2022 წელი — 2,1 მილიარდი ლარი;

2023 წელი — 2 მილიარდი ლარი;

2024 წელი — 2 მილიარდი ლარი.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up