„მთავრობამ უნდა „შემოიჭიროს ქამრები“ და სამთავრობო ხარჯები შეამციროს“

„მთავრობამ უნდა „შემოიჭიროს ქამრები“ და სამთავრობო ხარჯები შეამციროს“

access_time2020-03-13 15:00:13

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს ეკონომიკა შესაძლებელია სერიოზული საფრთხის წინაშე დადგეს. ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით  რამდენიმე თეთრით გაუფასურდა. დღეს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა უკვე 3.008 ლარადა არის  შესაძლებელი.

 

 ეკონომიკური პრობლემა უკვე შეექმნა ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს. რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას და როგორ უნდა შეამციროს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური დარტყმა?

 

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის, განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება.როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებას მაღალი ხარჯვის პოლიტიკით გეგმავს. ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „ქამრების შემოჭერა“ პოლიტიკის გატარებას არ აპირებენ, რადგან მისი თქმით ამ შემთხვევაში, „ქამრების შემოჭერის„ პოლიტიკა არ მუშაობს.

 

 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავა განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა. მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც შექმნილი ვითარების ფონზე უფასურდება. თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.

 

 

გახარიას ეკონომიკური გუნდისგან რადიკალური პოზიციები აქვთ ეკონომისტებს. ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ეკონომიკურ დარტყმას საქართველო ვერ აიცილებს. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაანაწილებს ხელისუფლება არსებულ რესურსებს. როგორც ცომაია აცხადებს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ მთავრობამ „შემოიჭიროს ქამრები“ და სამთავრობო ხარჯები შეამციროს.

 

 „ეკონომიკური დარტყმის შედეგად შემოსავლის გარკვეული ნაწილი ვერ წარმოიქმნება ან დაიკარგება. ეს არის მოცემულობა, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად უნდა შეეგუოს. ხელისუფლებას შეუძლია დანაკარგის სიმძიმე საზოგადეობის ერთი ფენიდან, მეორე ფენაზე გადაანაწილოს ან თავად მოიკლოს დანაკარგი ანუ მთელი სიმძიმე, თავის თავზე მიიღოს. საქართველოს ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა აქტიურად უნდა მსჯელობდეს გადასახადების შემცირებაზე და სამთავრობო დანახარჯების შემცირებაზე, ძალიან ბევრი კორუფციული ფაქტია ცნობილი და სწორედ ესეთ დანახარჯებს უნდა შეეხოს შემცირება.  ეს იქნება ყველაზე იდეალური ეკონომიკისათვის. ეს იქნება გარკვეულ წილად C ვიტამინის მსგავს კომპონენტი, რომელიც ეკონომიკის იმუნური სისტემის გაძლიერებისთვისაა საჭიროა, რათა უფრო მომზადებული შევხვდეთ შოკებს. მონეტარული პოლიტიკა ძალიან შეზღუდულია, აქ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ან გაზრდა ბევრს ვერაფერს მოგვცემს. ერთადერთი შესაძლებელია დოლარზე რეზერვების შემცირება, მაგრამ პოლიტიკის განაკვეთის შეცვლა ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, რადგან ეკონომიკაში ინფლაციური პროცესები მიდის და ეროვნული ბანკის მთავრი პრობლემა ამ სიტუაციაში ცხადია უნდა იყოს ფასების დონის კონტროლი. ასევე არასწორია მოსაზრება, რომ მივადგეთ ბანკებს და ვუთხრათ, რომ გადაგვივადონ კრედიტები იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში რაც უფრო გაიწელება კრიზისი მით უფრო მეტი ხიფათი ექმნებათ საფინანსო ინსტიტუტებს და ყველაზე საშინელება რაც შეიძლება მოხდეს ეს არის საფინანსო ინსტიტუტების ჩამოშლა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.


 

 

აკაკი ცომაიას მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე და ამბობს, რომ ქვეყნა ეკონომიკურ დარტყმას ვერ აცდება. იგი ვარაუდობს, რომ პროცესები რამდენიმე თვეში გადაივლის, რა დროსაც ვირუსის გავრცელებით გამოწვეული საქართველოს დანაკარგი მინიმალური უნდა იყოს.

 

„ჩვენ აუცილებლად გვექნება ეკონომიკური დარტყმა, ამის ნაწილობრივ ნეიტრალიზაცია შეიძლება სწორი ნაბიჯებით. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა, არასწორი ხარჯები უნდა გაუქმდეს, რადგან გვაქვს ბევრი არასწორი ბიუროკრატიული ხარჯი. უნდა იყოს საგადასახადო შეღავათები, იმ სექტორებისთვის რომელიც ამ ეკონომიკურმა კრიზისმა დააზიანა ან მომავალში დააზიანებს. კარგი იქნება, საბანკო სექტორთან თუ იქნება საუბარი რაიმე ტიპის შეთანხმებაზე მაგალითად, კრედიტების გადავადებაზე. ჩნდება კითხვები, თუ რატომ ვერ ხერხდება ტურიზმის სფეროში ის, რომ მთავრობამ გადასახადების ნაწილში მინიმუმ ეს გადასახადები გადაუვადოს. მაგრამ უკეთესია ყველამ ერთად გავითავისოთ, რომ პრობლემაა ვირუსი და თვითმიზანი არ უნდა იყოს მთავრობის კრიტიკა და მთავრობამაც უნდა გაითავისოს, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება აქვს“ - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

 

 

ფინანსთა მინისტრის მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსი მათე გაბიცინაშვილი. მისი განმარტებით როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არასწორია. როგორც გაბიცინაშვილი ამბობს, სახელმწიფო თუ შემოიჭერს ქამრებს და შეამცირებს ხარჯებს ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. ამ მიზეზების გამო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა უნდა გაზარდოს დეფიციტი და ხარჯვა, რათა არ დაეცეს მოთხოვნა და ეკონომიკა სტიმულირდეს.

 

 

„ბ-ნმა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ე.წ. „ქამრების შემოჭერის„ პოლიტიკა ასეთ ვითარებაში არის შეცდომა და ეკონომიკას სტიმულირებისთვის სჭირდება საპირისპირო მიდგომა: ბიუჯეტის ხარჯვის გაზრდა, რაც ნიშნავს დეფიციტის გაზრდას. რა თქმა უნდა, რაც ბ-ნმა მაჭავარიანმა თქვა, არის სწორი, როგორც ორჯერ ორი ოთხი. ეს მარტივი ჭეშმარიტება, საქართველოს კვალობაზე რაღაც გაგებით ისტორიულია და რატომ: პირველად, ნეოლიბერალური მთავრობის მინისტრი გამოდის ამ ქვეყანაში და ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. საქართველოში ამ ტერმინმა შეიძინა საყველპურო მნიშვნელობა და ის ასოცირდება მარტო პრემია-დანამატებთან და ბიუროკრატების გართობასთან. სინამდვილეში ამ ტერმინში იგულისხმება მთავრობის (მთლიანი საჯარო ინსტიტუტების) საერთო მოხმარება და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირება.  როცა ქვეყანაში მაღალი უმუშევრობაა და ბიზნეს სექტორის ინვესტიციების დონე არის დაბალი, ბუნებრივია ქამრების შემოჭერა ნიშნავს სისხლისგან ისედაც დაცლილი ორგანიზმიდან, კიდევ უფრო მეტ სისხლდენას. ლიბერტარიანელები და ნეოლიბერალები ხშირად სახელმწიფოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე რიგითი ოჯახის ეკონომიკას. როდესაც შემოსავლები ეცემა ოჯახში (ვთქვათ მამას ან დედას ხელფასი შეუმცირეს, ან რომელიმემ სამსახური დაკარგა), ოჯახი ბუნებრივია მიმართავს ფულის ხარჯვაზე მომჭირნეობას.

 

მსგავსი რამის გაკეთება სახელმწიფოს შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში ერთი ოჯახის დანახარჯი არის მეორე ოჯახისთვის შემოსავალი. და ეკონომიკაში, კრიზისის დროს როდესაც ოჯახები შემოსავლების შემცირებასთან ერთად მასობრივად იწყებენ მომჭირნეობას, მთლიანობაში ეს მათ შემოსავლებს კიდევ უფრო ამცირებს. ანუ იქმნება ერთგვარი სპირალი, რაც ყველას ერთად მიგვაქანებს ფსკერისკენ. უბრალოდ ერთი გარემოებაა: ჩვენ ასეთ ვითარებაში ვართ უკვე ორი ათეული წელია. კორონავირუსის მიერ შექმნილმა კრიზისმა კი უფრო თვალსაჩინოდ გამოაჩინა ეს“,- განმარტავს მათე გაბიცინაშვილი.

 

 

ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება კორონავირუსს არ გამოუწვევია მისი თქმით, გავრცელებულმა პანდემიამ მსოფლიო საფინანსო საფინანსო სისტემის რყევა უბრალოდ დააჩქარა, საქართველოში ჯერ წარმოებები ვირუსის გამო არ გაჩერებულა და არ დაკეტილა. ცომაიას მსგავსად შენგელიაც მიიჩნევს, რომ მთავრობამ თავის მხრივ ბიუჯეტისა და პრემიების ხარჯვით ნაწილში „ქამარი უნდა შემოიჭიროს“.

 

 

„ვვარაუდობ, რომ პარასკევისთვის ლარი გამყარების გეზს დაუბრუნდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური კვლავ განმეორდა ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს ინტერვენცია. ასევე ჩვენი ხედვით ეროვნულმა ბანკმა არ უნდა აწიოს საპროცენტო განაკვეთი კიდევ მაღლა ( პირიქით უნდა დაწიოს, იმიტომ, რომ შედეგი იგივე იქნება არარეზიდენტი საფინანსო კომპანიების მხრიდან ,ისედაც მიმზიდველია საქართველოს საფინანსო ბაზარი) და მაღალი ალბათობით როდესაც დადგება მათი ვალდებულებების გასტუმრება 2021 წლის დასაწყისიდან ის სიკეთეები რაც მიიღო ახლა ბუმერანგივით დაბრუნდება უკან, ვგულისხმობ 2020 წლის ნოემბრიდან - 2021 წლის თებერვლის ბოლოსათვის ლარის კურსის გაუფასურების საკითხს. რაც შეეხება ფასებს სურსათსა და პირველად მოხმარების საქონელზე , შენარჩუნდება მაღალი ფასები და დიდი ალბათობით აპრილის თვის ჩათვლით მოიმატებს კიდეც“ ,- ამბობს ნიკა შენგელია.


 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up