მთავრობამ უკან დაიხია – შემდეგი წლის ბიუჯეტში აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება

მთავრობამ უკან დაიხია – შემდეგი წლის ბიუჯეტში აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება

access_time2019-10-09 16:00:54

შემდეგი წლის ბიუჯეტში მთავრობა აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს 82 მილიონი ლარით ამცირებს. 2019 წელს ბიუჯეტში აქციზის მაჩვენებელი 1.462 მლრდ ლარით იყო განსაზღვრული, შემდეგი წლის ბიუჯეტში კი საპროგნოზო მაჩვენებელი 1.380 მლრდ ლარამდე შემცირდება. საინტერესოა, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილება მით უფრო, რომ შემდეგი წლიდან აქციზის გადასახადით კიდევ ერთი პროდუქტი, გადასახვევი თამბაქოც დაიბეგრება.


ნათელია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ უკან დაიხია და აღიარა, რომ თამბაქოზე მხოლოდ ფასების ზრდით ვერც მწეველთა რაოდენობას ამცირებს და ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილშიც მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტები წლების წინ აფრთხილებდნენ ხელისუფლებას. უფრო ნათელი სურათის მისაღებად, ერთად გადავავლოთ თვალი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს და იმ ჩამორჩენას, რომელიც აქციზის ნაწილში მუდმივად ფიქსირდება.



მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აქციზების ნაწილში გეგმა მხოლოდ 83%-ით შესრულდა და მაჩვენებელი 544 მლნ ლარს არ აღემატებოდა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, აქციზიდან მთავრობა წლის პირველ ნახევარში 653 მლნ ლარს ელოდებოდა. აქციზიდან მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება 8 თვის მონაცემებითაც. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თვეში, აქციზიდან 9%-იანი კლება ფიქსირდება, რიცხობრივად კი ეს თანხა 85 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ თითქმის იმდენს, რამდენითაც შემდეგი წლის საპროგნოზო მაჩვენებელს ამცირებს მთავრობა, აქციზის ნაწილში. თუმცა, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის ტენდენცია არ არის, ბიუჯეტს აქციზიდან თანხები მას შემდეგ უმცირდება, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზის გადასახადები თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე. თამბაქოსა და სხვა სააქციზო პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ბიუჯეტში სააქციზო შემოსავლების კლების ტენდენცია ორი წელია გრძელდება. თუკი 2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილის 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა.


ჩნდება კითხვა, რატომ აკლდება მთავრობას შემოსავლები აქციზის ნაწილში მაშინ, როდესაც ბოლო 4 წელია თითქმის ყოველ წელს იზრდება აქციზის განაკვეთი, რაც თეორიულად ბიუჯეტის ფისკალური ნაწილიზე პოზიტიურად უნდა აისახებოდეს.



ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც აქციზის ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა არის თამბაქოს შესახებ კანონი და თამბაქოს ნაწარმის ქაოტური და პოსტფაქტუმ მიღებული რეგულაციები. როდესაც მასშტაბურად დაიწყო თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდა, ექსპერტები მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ეს რეგულაცია მომხმარებლის დაბალხარისხიან თამბაქოზე გადასვლას გამოიწვევდა, თუმცა ამ პათოსს არ იზიარებდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საბოლოოდ ასეც მოხდა, რეგულაციების შემდეგ, მწეველთა უმრავლესობა დაბალხარისხიან პროდუქტზე ე.წ. უფილტრო სიგარეტზე გადავიდა. ამ გამოწვევას მთავრობამ, ისევ იგივე ტაქტიკა დაუპირისპირა და აქციზის განაკვეთი გასულ წელს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე გათანაბრდა. თუმცა, ამით პრობლემა ვერ მოგვარდა და მოსახლეობა უკვე გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით აქციზის განაკვეთით საერთოდ არ იბეგრება.


ამ საკანონმდებლო ხვრელსაც უცვლელი მიდგომა დაუპირისპირა ხელისუფლებამ და შემდეგი წლიდან ეს პროდუქტიც აქციზით დაიბეგრება. ასეთ რეალობაში ჩნდება კითხვა, რატომ ამცირებს მთავრობა აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელს შემდეგი წლის ბიუჯეტში?


საქმე კი იმაშია, რომ ზემოთ ხსენებული პრობლემები საერთო სურათის ნაწილია. ამ სექტორს და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის თამბაქოს კონტრაბანდული რეალიზაცია, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა გზებით ხვდება. კონტრაბანდის არსებობას ეკონომიკურ გუნდშიც არ უარყოფენ, მაგრამ შედარებით მოკრძალებულ ციფრებს ასახელებენ. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბაზარზე კონტრაბანდული თამბაქოს წილი 3%-ს არ აღემატება.


თუმცა, განსხვავებულ რეალობას მივიღებთ, თუ ბოლო წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ჩავხედავთ. 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48-მდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ მიმდინარე წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.


BFM.GE





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up