მთავრობამ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების კანონპროექტი თაროზე შემოდო

მთავრობამ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების კანონპროექტი თაროზე შემოდო

access_time2019-11-09 10:00:20

საქართველოს პარლამენტი განიხილავს “ახალგაზრდა ადვოკატების” საკანონმდებლო წინადადებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე. მას შემდეგ, რაც კანონპროექტმა მიიღო განათლების კომიტეტის მხარდაჭერა, წინადადებამ საბოლოო მხარდაჭერისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადაინაცვლა.


“ახალგაზრდა ადვოკატების” მთავარი იურისტის, ნიკა გოგბერაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ აქტიური კომუნიკაცია ჩაატარა საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან კანონპროექტის მიმართ ყოფილიყო პოლიტიკური მხარდაჭერა.


“მართალია, ჩვენი წინადადება, უკვე ერთია წელია, რაც განხილვას და საბოლოო გადაწყვეტას ელოდება, მაგრამ დროში გახანგრძლივებული პროცესი წარმოადგენს ორგანიზაციის პოზიციის შედეგს. ჩვენ წერილობით მივმართეთ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს, რომელსაც ვთხოვეთ წინადადების განხილვის სიჩქარისგან თავშეკავება, რადგანაც ორგანიზაციამ აქტიური კომუნიკაცია ჩაატარა საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან კანონპროექტის მიმართ ყოფილიყო პოლიტიკური მხარდაჭერა.


ამასთან, ჩვენ კანონპროექტის მეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის, ჩავატარეთ არაერთი საჯარო განხილვა სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთია, სტუდენტების უპირობო მხარდაჭერა წარმოდგენილი იდეის მიმართ, მაგრამ მთავარი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებაა, რაც წინადადებას წარდგენის ეტაპზე, არ გააჩნდა. საკითხზე კონსულტაციების ნაყოფიერად წარიმართა, მაგრამ გარკვეულმა სამთავრობო ცვლილებებმა, პრემიერის და მისი ადმინისტრაციის შეცვლამ, პროცესი ისევ დაამუხრუჭა. ორგანიზაცია, ამჟამად აქტიურად მუშაობს მთავრობის ახალ ადმინისტრაციასთან შესაბამისი კონტაქტების დამყარებაზე, რათა ახალი პრემიერისა და მისი ადმინისტრაციისთვის, წინადადება სათანადოდ იყოს წარდგენილი და შეთავაზებული. გვაქვს იმედი, რომ პრემიერ გახარიას მთავრობა რეალურად შეხედავს კანონპროექტის მიზნებსა და ამოცანებს, პარლამენტში საკითხის განხილვა განახლდება. ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც სხვა ქვეყნის გამოცდილებას, მიმდინარე წლის ივლისში პოლონეთიც შეუერთდა. როგორც ცნობილია, პოლონეთში 26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, ეს გადაწყვეტილება, უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით ახსნა. იგივე და ერთ-ერთი საფუძველიც, ჩვენს კანონპროექტშიც, სწორედ სტუდენტების დასაქმების პრობლემის გადაჭრაა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს”.



მისივე თქმით, ორგანიზაცია არ ეთანხმება წინადადების ირგვლივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში წარმოდგენილ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შემოღების შემთხვევაში, დამქირავებელ მეწარმეს (საგადასახადო აგენტს) ეძლევა შესაძლებლობა შეამციროს სახელფასო ხარჯი, იმგვარად, რომ დაქირავებულ სტუდენტს ხელფასი არ გაუზარდოს.


“ჩვენ არ ვეთანხმებით წინადადების ირგვლივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში წარმოდგენილ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, “აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შემოღების შემთხვევაში, დამქირავებელ მეწარმეს (საგადასახადო აგენტს) ეძლევა შესაძლებლობა შეამციროს სახელფასო ხარჯი, იმგვარად, რომ დაქირავებულ სტუდენტს ხელფასი არ გაუზარდოს, რის გამოც შესაძლებელია ამ შეღავათით ფაქტობრივად ვერ ისარგებლონ იმ პირებმა, ვისთვისაც ის არის დაწესებული. არასწორია შეღავათის დაწესება ასაკობრივი ნიშნით და ბუნდოვანია საგადასახადო ადმინისტრირების განხორციელების მექანიზმები. კანონპროექტის მიღება შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსით” უკვე დაწესებულია გარკვეული შეღავათები, კერძოდ სტიპენდია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განსახილველი პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება”, – ნათქვამია სამინისტროს წერილში, რომელიც ორგანიზაციამ მიიღო.


ჩვენ მთავრობასთან კომუნიკაციის პროცესში, სწორედ სამინისტროს პოზიციის გადახედვის იმედი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ სამინისტროს, რომელიც ახორციელებს გადასახადების ადმინისტრირებას, შესაძლებლობა აქვს, პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წლის განმავლობაში, დაუქვითოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო წლის ბოლოს, მას განცხადების საფუძველზე დაუბრუნდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხა.


აღნიშნული ფინანსური მოდელი საქართველოს საგადასახადო სისტემისათვის არ არის უცნობი და ამ ფორმით, ადმინისტრირების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების სამიზნე ჯგუფთან დაკავშირებული რისკი სრულად იქნება აღმოფხვრილი. სტიპენდიის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისაგან არ არის ორგანიზაციის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული შეღავათების საპირწონე, ვინაიდან სტიპენდიას იღებს სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობა, ხოლო საკანონმდებლო წინადადება გაზიარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, საშეღავათო პირობა შეეხება ყველა სტუდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს შეთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სწორედ ასაკობრივი ნიშნით შეღავათის დაწესება წარმოადგენს კანონპროექტის მნიშვნელოვან ღირსებას, ვინაიდან თავიდან იქნეს არიდებული შეღავათით ბოროტად სარგებლობა. რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას, საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ამ თვალსაზრისით ევროპული ქვეყნების პრაქტიკას უნდა ამკვიდრებდნე, სადაც მსგავსი მოდელი წარმატებით, უფრო მეტი სიკეთისა და უფლების სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სხვა ფუფუნების საგნებზე უნდა თქვას უარი და არა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხორციელებით მიუთითოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დანაკარგებზე”, – აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატების” მთავარი იურისტი, ნიკა გოგბერაშვილი.


ცნობისთვის, 2018 წლის მდგომარეობით, სულ საქართველოში 147 700 სტუდენტია. საერთო რაოდენობის სტუდენტებიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 2018 წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს. აქედან, ფინანსური დავალიანების გამო 20 935 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი.


bfm.ge





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up