მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

access_time2020-01-30 17:15:23

საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, კანონის პროექტი საქართველოს მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა და საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

„პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოცემული კანონპროექტით, ჩვენი ქვეყანა გადავა აბსოლუტურად ახალ სფეროში და ამას ელოდნენ სწორედ ჩვენი შშმ პირები. კერძოდ, ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შშმ პირი, არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. შშმ პირი გახდება, როგორც ეს არის მაღალდემოკრატიულ ქვეყნებში, სოციალური უფლებების სფეროში დაცვის, როგორც ობიექტი, ასევე სუბიექტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში რატი იონათამიშვილთან ერთად, სხვა დეპუტატებიც დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამ კანონის პროექტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია შშმ პირი თანასწორ პირობებში ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ამ მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს 2020 -2030 წლის პერიოდს, როდესაც მთავრობას ევალება შეიმუშაოს 10-წლიანი სტრატეგია. სამინისტროებს ევალებათ შეიმუშაონ წლიური სამოქმედო გეგმები და ეტაპობრივად შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებური მოდელი, კერძოდ, ეს ახალი მოდელი არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რაც ჩვენ წინასწარ უკვე ვიცით, რომ გაზრდის ჩვენს ქვეყანაში სტატუსს მინიჭებული პირების ოდენობას. გარკვეული ოდენობა შშმ პირებისა დღეს არის დარჩენილი დაცვის მექანიზმების მიღმა, რადგან შეფასების მოდელი არ არის ბიოფსიქოსოციალური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.



მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, რომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება საკონსულტაციო და მომსახურების ცენტრები, ასევე შემოიღონ სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი.


„ეს პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, ამბობს, რომ 2020 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება იქნება ეს სკოლები თუ სხვა, თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას, ამას ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდება. ამ 15-წლიან პერიოდში ძველი შენობების ადაპტირება უნდა დასრულდეს. უფრო მეტიც, ეს კანონი შეეხება კერძო სექტორის შენობებსაც, თუ ამ შენობებში გაიცემა მომსახურება. თუ ეს ახალი ნორმა ეხება საჯარო დაწესებულებების სფეროში ყველა დაწესებულებას და შენობას, კერძო სამართლის სუბიექტების შემთხვევაში, ეს შეეხება მხოლოდ ძველ შენობებს, რომლებშიც გაიცემა ამა თუ იმ ტიპის მომსახურება, რათა ყველამ თანასწორ პირობებში შევძლოთ მომსახურების მიღება. ამ კანონით შემოდის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი, ვისაც აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო დაცვის გამოცდილება, შეძლებენ, შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მათ ნაცვლად იდავონ სასამართლოში და დაიცვან მათი უფლებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები:
შშმ პირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up