მთავრობამ შესაძლოა ერევანის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენებს სუბსიდირება არ გაუკრთოს

მთავრობამ შესაძლოა ერევანის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენებს სუბსიდირება არ გაუკრთოს

access_time2019-09-18 18:22:09

2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთის მოქალაქეთა დაცვის მოტივით ამოქმედებული სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგადაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. “ტურისტულ ემბარგოდ” წოდებულმა ეკონომიკურმა სანქციამ აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ტურისტული სექტორის მომავლის შესახებ მძიმე მოლოდინები შექმნა, რაც შემდგომში თავდაპირველად პროგნოზირებული მასშტაბით არ რეალიზდა, რადგან ივლისსა და აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტები იმყოფებოდნენ.

 

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებებს, რომლითაც თბილისი-მოსკოვის რეისების მგზავრთნაკადის დაკომპენსირების მიზნით, სახელმწიფო გეგმავდა თბილისი-ერევანის რეისების სუბსიდირება დაეწყო. პროექტის მიხედვით, რუსი ტურისტების მოსაზიდად, რუსული აეროპორტებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ ერევანში დაეშვებოდნენ, შემდეგ კი, ტურისტები თბილისში ჩამოვიდოდნენ. 2019 წლის 2 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერევანის მიმართულებით რეისები დაფინანსდებოდა იმიტომ, რომ ნათესავებს ერთმანეთი ენახათ. შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი,” - ამბობდა წინა პრემიერ-მინისტრი.

 

მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში ეწერა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხას 600,000 ევროს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფდა. სუბსიდირების პროექტის კონფიგურაციის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებდა კომპანია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პირველი მიმართავდა.

 

საქართველოს მთავრობის 331-ე დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებითაც მოახდენდა ფრენების დაფინანსებას. სუბსიდიის მიღებისთვის დადგინდა ისეთივე ნორმები, როგორიც ერევანის მიმართულებაზე იყო გათვალისწინებული. ჯამურად სახელმწიფო მზად იყო 1.8 მლნ ევროთი მოეხდინა ავიაკომპანიის დაფინანსება. ამ დადგენილებების მიღებიდან ორი თვე გადიდა, თუმცა ამ დროისთვის ჯერ პროგრამა გამოცხადებული არაა.


 

BMG-იმ ფრენების დაფინანსების პროგრამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან” გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ოფიციალურად აცხადებენ, რომ ფრენების მარკეტინგული მხარდაჭერის პროექტს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებენ.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი შემოსავლებიდან გეგმავს განახორციელოს მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” ერთჯერადად მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც მთავრობის დადგენილებით გაწერილ პირობებს დააკმაყოფილებს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ტურისტული და საავიაციო ბიზნესი.

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, პროგრამას გამოაცხადებს. ნებისმიერ ავიაკომპანიას ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს განაცხადი სტიმულირების პროგრამის დაწყების შემდეგ. ამ ეტაპზე, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არცერთ კომპანიასთან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყურადღებით აკვირდება საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ ვითარებას და პროგრამას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებს,” - ნათქვამია სახელმწიფო კომპანიიდან მიღებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: BMG





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up