„მთავრობამ სესხების განულებით მოსახლეობაში არასწორი მოლოდინი შექმნა„ - 2000 ლარამდე აღებული ყველა სესხი არ განულებულა

„მთავრობამ სესხების განულებით მოსახლეობაში არასწორი მოლოდინი შექმნა„ - 2000 ლარამდე აღებული ყველა სესხი არ განულებულა

access_time2019-01-21 10:00:00

მთავრობამ წინასაახალწლოდ, სესხების განულება დააანონსა. მაშინ გაჟღერდა, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხებოდა ყველა იმ პირს, რომელსაც 2000 ლარამდე, გაპრობლემებული  სესხი ჰქონდა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, 2000 ლარამდე  სესხების განულება საყოველთაო  არ ყოფილა და მთავრობამ მოსახლეობას ცრუ მოლოდინი შეუქმნა.


 

 რამდენიმე დღის წინ, „კომერსანტს“  დაზარალებული მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის სახელის და გვარის იდენტიფიცირებას მისი თხოვნიდან გამომდინარე არ ვახდენთ. მის ქეისს შეცვლილი სახელით და გვარით, პირობითად, მარიამ ხუჯაძის სახელით გთავაზობთ:

 

„ვარ  1989 წლის  9 აპრილს დაზარალებული, მას შემდეგ შემერყა  ჯანმრთელობა, რაც მუშაობის საშუალებას არ მაძლევს. ასევე ვარ მარტოხელა დედა. ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც 150 ლარს შეადგენს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ვხდებოდი თავის გადასარჩენად და ყოფითი პრობლემების მოსაგვარბელად პერიოდულად, რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტიდან  მცირე სესხები ამეღო. 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პატიოსნად ვიხდიდი, შემდეგ ვეღარ მოვახერხე, რის შემდეგაც დამერიცხა საურავები, ჯარიმები. შესაბამისად, სესხები გაპრობლემდა.  

 

 9 აპრილის მოვლენების გამო, 5 თვე გავატარე საავადმყოფოში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, ვმონაწილეობ  ფრანგების მიერ გადაღებულ რამდენიმე დოკუმენტურ  ფილმში, როგორც დაზარალებული. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დამდო ბრალი, რომ მე არ ვიყავი მონაწილე, შემიწყვიტეს სტატუსი და 22-ლარიანი დახმარება. შექმნილმა სიტუაციამ მაიძულა  8 სესხი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ამეღო. აქედან 6 სესხი მთავრობამ ახლა გამინულა, 2 სესხი კი კომპანია Netcredit-მა არ მაპატია და დღემდე მთხოვს მის გადახდას. საუბარია, ჯამში 500 ლარიან სესხზე. იქნებ რამენაირად დამეხმაროთ, მე არ მაქვს ამ სესხის გადახდის საშუალება.  


ეს კომპანიები    აქტიურად გთავაზობენ სესხების აღებას, მესიჯებს გიგზვანიან და ასე შემდეგ. როდესაც შენს შვილს შია, იძულებული ხარ აიღო. არასოდეს არ მქონია ის მომენტი, რომ ამეღო და არ გადამეხადა. მათმა კაბალურმა გადავადებებმა, შეუძლებელი გახადა ვყოფილიყავი პატიოსანი გადამხდელი,“-აცხადებს ხუჯაძე.

 

მარიამ ხუჯაძე  „კომერსანტს“  სესხების იმ ამონაწერსაც უგზავნის, რომელიც vali.ge-ს  პროგრამაში მოხვდა და გაუნულდა.


 

კრედიტონი - 487 ლარი (ჯარიმებით)

საქართველოს ბანკი -2 239 ლარი  (ძირი თანხა 1000 ლარი)

სილქ როუდ ბანკი - 1236 ლარი  (ძირი -700 ლარი )


შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია“ -884 ლარი ჯარიმებით

ვივუსი - 1227 ლარი (ძირი 600 ლარი)

ლენდო - 6 სესხი, ჯამში 502 ლარი

პრობლემური აქტივების ბიური სოლვა  - 879 ლარი

მაიკრედიტი -ჯარიმებით 774.47 ლარი

 

მსგავსი შინაარსის შეტყობინებები და ზარები „კომერსანტში“ ყოველდღიურად შემოდის. საკმაოდ ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ განულების პროგრამაში არ მოხვდა და მათ ამომღები კომპანიები თანხის გადახდას მუქარებით სთხოვენ.


 

კომერსანტიშეეცადა გაერკვია, რა ხდება,  რატომ  არ შესრულდა სრულყოფილად მთავრობის დაპირება სესხების განულებასთან დაკავშირებით და  აქვთ თუ არა უფლება  სესხის ამომღებ კომპანიებს მოსახლეობას სესხის დაბრუნება აიძულონ?

 

„კომერსანტი“ მთელი დღის განმავლობაში  ცდილობდა დაკავშირებოდა „ფონდ ქართუს“ თუმცა, უშედეგოდ.  ორგანიზაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. რაც შეეხება Netcredit-ს და მისი სესხების  ამომღებ კომპანია შპს კრედიტ ექსპერტ ჯორჯიას, „კომერსანტს“ კომპანიამ  წერილობით ასეთი პასუხი გამოუგზავნა:


„ფონდი ქართუსა და კრედიტექსპერტ ჯორჯიას შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც ნაწილი სესხების გადავიდა „ფონდ ქართუს„ მართვაში, შესაბამისად ნაწილი დარჩა  „კრედიტექსპერტ ჯორჯიაში„. როგორც ბევრი სხვა ასევე კონკრეტული კლინტის სესხი არ მოხვდა ფონდი ქართუს სიაში. ეს იყო კომერციული შეთანხმება. რაც შეეხება ამ ქალბატონს, ჩვენს კომპანიაში იყო მისი ორი სესხი, აქედან ერთი „ფონდ ქართუს“ გადაეცა.“-აღნიშნავენ კრედიტ ექსპერტ ჯორჯიაში

 

 

საბანკო სფეროს ექსპერტი დავით კიკვიძე განმარტავს, რომ ეს ქეისი ნათელი მაგალითია იმისი, თუ როგორ არ აქვს კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობა. მისი განმარტებით, ეს არ არის vali.ge-ს ხარვეზი, Netcredit-მა ეს სესხი მიჰყიდა ამომღებ კომპანია შპს კრედიტ ექსპერტ ჯორჯიას, რომლის კეთილი ნებაც არ იყო აღნიშნული ორი სესხის ჩამოწერა. კიკვიძე განმარტავს,რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არის უწყება და კანონი, რომელიც მსესხებლების უფლებებს დაიცავს.


 

მისი განმარტებით, მთავრობის მხრიდან ამ თემაზე დაანონსება ცოტა არასწორად მოხდა. „ასეთი ფორმით გაკეთებული განცხადება იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი  ვალი, რომელიც 2000 ლარამდე იყო, განულდებოდა. ამიტომ არასწორი მოლოდინი შეიქმნა. რეალურად, მოლაპარაკებებიც კი არ იყო კომპანიებთან დაწყებული და ეს ისე დაანონსეს. თუ რომელიმე კომპანიამ სესხის განულებაზე  უარი განაცხადა,  ეს მისი საქმეა. ჩამოჭრა მისი კეთილი ნებაა მხოლოდ.ბევრმა კომპანიამ თქვა უარი და კლიენტთან მუშაობა და თანხის ამოღება არჩია“-აღნიშნავს კიკვიძე.  


 

მსგავსს  ხარვეზებზე „კომერსანტი“ ბოლო პერიოდია აქტიურად წერს. „ამნისტირებულმა“ გადამხდელებმა ვერ გაარკვიეს ჩამოეწერათ თუ არა ვალი, მათ არც ის იციან რა უნდა მოიმოქმედონ იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ამომღები კომპანია მათ ვალის დაბრუნებას სთხოვს.


 

სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600,000 მსესხებელს ეხება, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები აქვთ. მთავრობისა და “ქართუს” ინფორმაციით, ამ სესხების პორტფელის ღირებულებაა 1.5 მილიარდი ლარი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო
access_time2020-09-23 10:30:22
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო. სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა...

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე
access_time2020-09-23 14:40:33
„ექიმი ვახტანგ ყიფიანი  არის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი - ასე  გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობას. კობერიძის განმარტებით ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „მინდა  უბრალოდ კონცენტრაცია გავაკეთო ჩვენი კოლეგების კოლეგის ვახტანგ  ყიფიანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ეს შემთხვევა, ბატონი ვახტანგი ბოლო...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up