„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები

„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები"

access_time2020-04-03 11:08:24

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, კრიზისის გამო, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის 7 მლნ ტონამდე შეზღუდვის საკითხს განიხილავს, ხოლო საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება ხორბლის შემოტანის კუთხით დღითიდღე იზრდება.


“კრიზისის გამო, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის 7 მლნ ტონამდე შეზღუდვის საკითხს განიხილავს. საქართველოში კი 2019 წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების 430 000 ტონა მარცვლეული სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 87 % შეადგინა. საგანგაშოა ის, რომ ამ კუთხით რუსეთზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება. დღეს, როგორც არასდროს, კორონა-კრიზისმა წინა პლანზე წამოწია სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხორბლის ნათესი ფართობები ბოლო წლებში შემცირდა და 2018 წელს უკანასკნელი 10 წლის მინიმუმზე დავიდა (43 ათასი ჰა). მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 15 %-ია ადგილობრივი წარმოების და დანარჩენი იმპორტს შეადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები როგორც იმპორტის დივერსიფიკაციის, ისე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის კუთხით, რათა არ მივიღოთ ხორბლის დეფიციტი და პურზე ფასების ზრდა’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.



bpn.ge




ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს

„წყალი მარგებელი“ გაყიდვებით პირველია საქართველოში და კონკურენტის გამოჩენა არ გვაშინებს
access_time2020-09-22 16:00:20
„თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს“, - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალი პროდუქტი „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით წარადგინა. არის თუ არა „მთის წყალი“ საუკეთესო მტკნარი წყლის ბაზარზე და როგორ ხვდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები ახალი კონკურენტის გამოჩენას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ კომპანია „წყალი მარგებელი“ დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ „წყალი მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანა...

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს
access_time2020-09-22 12:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
access_time2020-09-22 09:55:58
ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების,...


მსგავსი სიახლეები

up