მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

access_time2019-12-19 15:53:53

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.



სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩატარდა რამდენიმე საჯარო განხილვა, მათ შორის რეგიონებშიც. საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.




საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების/ რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან.



უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV) ფარგლებში, საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გამოყენებული იქნება მოლაპარაკებების პროცესში საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობების დასადგენად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი  ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up