მთავრობამ სანერგე მეურნეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილება დაამტკიცა

მთავრობამ სანერგე მეურნეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილება დაამტკიცა

access_time2021-10-13 13:10:00

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ავრცელებს.


„დადგენილება განსაზღვრავს სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ხეხილის წარმოებისთვის განკუთვნილი მცენარეების გასამრავლებელი მასალის და ხეხილის ნერგების მწარმოებელი სანერგე მეურნეობის მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოთხოვნები ვრცელდება იმ სანერგე მეურნეობაზე, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული ხეხილოვანი კულტურების გვარის ან სახეობის მცენარესთან, ასევე, საძირე მასალაზე და მცენარის გვარის ან სახეობის სხვა ნაწილზე, რომლებიც არ შედის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხაში, ასევე, მათ ჰიბრიდებზე, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული გვარის ან სახეობის მასალის დამყნობა უნდა მოხდეს ამ მასალაზე.



დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინოს ქვეყნის შიგნით გადაადგილება იმ ნერგებისა და გასამრავლებელი მასალის, რომლებსაც სჭირდებათ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მცენარის პასპორტი, ხოლო ბაზარზე განსათავსებლად, მის მიერ წარმოებული ხეხილის ნერგი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტული მასალის Conformitas Agraria Communitatis (CAC) მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა არის უფლებამოსილი, მოახდინოს საკუთარი CAC სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე განთავსება. კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში შესვლის სურვილის მქონე სანერგემ განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და წარუდგინოს გასაზღვრული სავალდებულო დოკუმენტები.




საქართველოს მთვარობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, განახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას; დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მეურნეობას გაეგზავნება შეტყობინება შეუსაბამობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სანერგე არ მოახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან ამოიღებს.



სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up