საკარანტინო სივრცეებისთვის სახელმწიფომ ათეულობით განთავსების ობიექტი (სხვადასხვა სასტუმრო) დააკონტრაქტა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფოს სულ ქვეყნის მასშტაბით 33 სასტუმრო (2,801 ნომერი) აქვს დაკონტრაქტებული. მათ შორის:
თბილისი - 18 სასტუმრო, 966 ნომერი,
სამეგრელო - 2 სასტუმრო, 84 ნომერი
აჭარა - 4 სასტუმრო, 1318 ნომერი
იმერეთი - 6 სასტუმრო, 217 ნომერი
სამცხე-ჯავახეთი - 2 სასტუმრო, 121 ნომერი
ცხელების სასტუმროების ჯამური მონაცემები: 11 სასტუმრო 667 ნომერი
თბილისი - 3 სასტუმრო, 222 ნომერი, ათვისებულია 104 ნომერი,
აჭარა - 3 სასტუმრო, 287 ნომერი
იმერეთი -2 სასტუმრო, 79 ნომერი
სამცხე-ჯავახეთი 2 სასტუმრო, 46 ნომერი
გურია 1 სასტუმრო, 33 ნომრები
შეგახსენებთ, კოვიდ-სასტუმროები არის შუალედური რგოლი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის.
business-partner.ge