მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

access_time2020-01-30 14:52:19

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც, გაეროს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმასთან (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში 5 ძირითად ამოცანას და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის, საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონისა და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესება - ეს არის ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც 2020 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად განისაზღვრა.


ამ მთავარი მიმართულებების ფარგლებში, 2020 წლის პერიოდში იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა:

ა) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შემდგომი მხარდაჭერა და განვითარება;

ბ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მათი ნაწილების და სისტემების წარმოებისა და შემდგომში აღიარებისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნის მიზნით, გაეროს "ტიპის აღიარების შესახებ" 1958 წლის შეთანხმების დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა;

გ) მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა;

დ) საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სრული აღრიცხვა და ანალიზი მონაცემთა ერთიანი ბაზის საშუალებით და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი უწყებებისთვის არსებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) შსს მოსამსახურეების გადამზადება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ სრული და ხარისხიანი მონაცემების შესაგროვებლად;

ვ) ეროვნული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამატებითი განვითარება, ვიდეოკამერების შესყიდვა და დამონტაჟება;


ზ) საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების მოწყობა საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე;

თ) უსაფრთხო ინფრასტრუქტურის/გზების უზრუნველყოფისკენ მიმართული რიგი ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც დაფინანსდება მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში;

ი) მართვის მოწმობის გამოცდების რეალურ პირობებში გატანა;

კ) დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ე.წ. „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის" დანერგვა (ITS);


ლ) მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით სასწრაფოს მედპერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლების განხორციელება (სასწრაფოს ბრიგადების ტრენინგები) და სხვა.


აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა და პარლამენტს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის, საგზაო ქსელში ე.წ. „შავი წერტილები" განისაზღვრება და იქმნება საკანონმდებლო საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისთვის.


„შავ წერტილად" განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ათი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.


უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრისა და მათზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მიწოდებული ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს „შავი წერტილის" აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას.


საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 4 წლიანი სტრატეგია 2016 წელს დამტკიცდა. სტრატეგია მულტისექტორული თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს, რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.


საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებას უზრუნველყოფენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up