მთავრობამ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა

მთავრობამ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა

access_time2019-11-28 21:20:32

28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლითაც იმერეთის მხარეში სოფლების - ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კოლბოურის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ. კვტ.სთ გამომუშავებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით. „სამომავლოდ რეზერვების ზრდასთან ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა უფრო მეტი ინტენსივობით იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარის ენერგეტიკის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან როგორც ჰიდრო, ასევე თბო ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. 2018 – 2019 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰესი, რომელთა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 100 მვტ - ი, ხოლო ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა 210,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და რამდენიმე ათეული ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.



აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში უკვე 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს. მიმდინარე წლის აპრილში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე. გარდა ამისა, 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა 230 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში.



„ენერგეტიკა არის ის სფერო, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ჩვენ ამ მიმართულებით ხელს ვუწყობთ დარგის დივერსიფიკაციას და განახლებას, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.







m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up