მთავრობამ პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან 373 მლნ ლარი ვერ დახარჯა

მთავრობამ პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან 373 მლნ ლარი ვერ დახარჯა

access_time2021-05-14 10:00:36

2021 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 98.4%-ით, გადასახადების კი 91.3%-ით შესრულდა. სამ თვეში შემოსულობების ნაწილი დაგეგმილზე 68 მლნ ლარით ნაკლებით 4.340 მლრდ ლარით შესრულდა, რაც შეეხება გადასახადების ის გეგმას უფრო მეტად 373 მლნ-ით ჩამორჩა და და 4.302 მრდ-ის მაგივრად მხოლოდ 3.929 მლრდ-ით შესრულდა.


შემოსულობებში პროცენტულად ყველაზე დიდი დანაკლისი პრივატიზაციის მიმართულებით დაფიქსირდა, საიდანაც ბიუჯეტმა დაგეგმილი 32 მლნ-ის მაგივრად, მისი 58.5% - 18.7 მლნ მიიღო. თანხობრივად კი ყველაზე მეტი - 114 მლნ ლარი ვალდებულებების ზრდას დააკლდა. ქვეყანამ იანვარ-მარტში 1.404 მლრდ-ის ნაცვლად 1.290 მლრდ ლარის ვალი აიღო. რაც შეეხება შემოსავლებს მისი გეგმა გადაჭარბებით 101.9%-ით შესრულდა, კერძოდ გადასახადები - 100.3%-ით, 2.653 მლრდ-ს ნაცვლად 2.661 მლრდ-ით, გრანტები 106.6%-ით 189 მლნ-ის ნაცვლად 201 მლნ-ით და სხვა შემოსავლები 131.2%-ით 113 მლნ-ის ნაცვლად 148 მლნ-ით.


ცალკე აღებულ გადასახადების ნაწილში საშემოსავლოს გეგმა 97.5%-ით შესრულდა, მოგების გადასახადის 94.5%-ით, დღგ-ის 97.8%-ით, აქციზის 137%-ით, იმპორტის - 83.1%-ით, ქონების 1304%-ით, ხოლო სხვა გადასახადების 94.9%-ით. გეგმას მნიშვნელოვნად 71%-ით გადააჭარბა ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან მიღებულმა თანხებმაც.


გადასახდებში ყველაზე დიდი ჩამორჩენა ხარჯებშია, სადაც გეგმას 319 მლნ დააკლდა და 3.421 მლრ-ის მაგივრად მხოლოდ 3.102 მლრდ იქნა ათვისებული.


პირველ კვარტალში ხარჯების ნაწილის აუთვისებლობა ქმნის იმის საფრთხეს, რომ დარჩენილ თვეებში გადაჭარბებული ხარჯვის შედეგად ლარი დამატებით გაუფასურდეს, მეორე ალტერნატივა სოციალური ან ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაა.



2021 წლის ბიუჯეტი 2020-ის კორექტირებული ბიუჯეტის მსგავსად კოვიდისა და კოვიდრეგულაციების გავლენაზეა მორგებული. დეფიციტი ამჯერადაც გამონაკლისის წესით 3%-ს, უფრო სწორედ 7%-ს აჭარბებს.


გასული წლის პირველი კვარტალი 2.3%-იანი ზრდით დასრულდა, მთლიანი წელი კი 6.2%-იანი ვარდნით. წელს პირველ კვარტალში ვარდნამ 4.2% შეადგინა. იანვარში მშპ 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში 5.1%-ით ხოლო მარტში 12 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სიტუაციის გაუმჯობესება 2 მიზეზით აიხსნება: კოვიდრეგულაციების შერბილებით და საბაზისო პერიოდით. გასული წლის იანვარში ზრდა 5.1% იყო, თებერვალში 2.2%,მარტში კი მშპ 3.7%-ით შემცირდა.  ზუსტად იმავე მიზეზების გამო დარჩენილ სამ კვარტალში ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი, თუმცა ზრდის მოსალოდნელი ტემპი, სავალუტო ფონდის შეფასებით წლიური 3.5%, 2019 წლის დონესთან დაწევას ვერ უზრუნველყოფს.


მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემას მზარდი ინფლაციაც წარმოადგენს. მარტსა და აპრილში მან 7.2%-ს მიაღწია. ფასების ზრდის პარალელურად მაღალია ინფლაცია ისედაც დაბალ ეკონომიკურ ზრდის ტემპს კიდევ უფრო მეტად ანელებს.


იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად ფულის მასა - M2 პირველ კვარტალში 21.4%-ით 13.6 მლრდ ლარამდე,  M3 კი 23.6%-ით 31.8 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. ფულის მასის ზრდა, იმ დროს როცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა იგივე რჩება ავტომატურად ინფლაციას ზრდის, თუმცა ამავე დროს მთავრობას ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება.


პირველ კვარტალში ექსპორტი 5.2%-ით $821 მლნ-მდე გაიზარდა, 2.4%-ით $1.953 მლრდ-მდე შემცირდა იმპორტი. უმნიშვნელოდ 0.3%-ით $2.773 მლრდ-მდე შემცირდა ასევე მთლიანი სავაჭრო ბრუნვაც, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ კი $1.132 მლრდ - ბრუნვის 40.8% შეადგინა.


მკვეთრად 32.9%-ით 436 მლნ-მდე გაიზარდა ფულადი გზავნილები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. გზავნილების საპირისპიროდ 87.5%-ით $54 მლნ-მდე შემცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.


2021 წლის ბიუჯეტის შემოსულებები 16.758 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, შემოსავლები 11.179 მლრდ-ით, არაფინანსური აქტივების კლება (პივატიზაცია) 150 მლნ-ით, ფინანსური აქტივების კლება 150 მლნ-ით, ვალდებულებების ზრდა 3.828 მლრდ ლარით. გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 18.385 მლრდ ლარით განისაზღვრა, მათ შორის ხარჯები 12.758 მლრდ-ით, არაფინანსური აქტივების ზრდა 2.417 მლრდ-ით, ფინანსური აქტივების ზრდა 403 მლნ-ით, ვალდებულებების კლება 2.807 მლრდ-ით.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up