მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა - ბიუჯეტის მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება

მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა - ბიუჯეტის მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება

access_time2017-10-02 11:30:18

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და მომავალი წლის შემოსულობების ნაწილი - 12 მლრდ 298 მლნ ლარით განისაზღვრება.

 

მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რეგლამენტის შესაბამისად პირველ ოქტომბრამდე წარუდგინა, რომელიც ოფიციალურად ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა.

 

ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარი იქნება. კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%) იქნება, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 2 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს.

 

ასევე მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი- 630.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია.

 

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი- 4 390.0 მლნ ლარით იქნება, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს.

 

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს.

 

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი- 60.0 მლნ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.

 

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი- 160.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს.

 

გრანტები - 265.0 მლნ ლარი იქნება, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები- 100.0 მლნ ლარი, ხოლოსაინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები - 165.0 მლნ ლარი.


 

სხვა შემოსავლები - 385.0 მლნ ლარით განისაზღვრება.

 

ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტით, განსაზღვრულია არა ფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა, რომელიც 60.0 მლნ ლარს შეადგენს.

 

პროექტით, ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 80.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა 2 038.0 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, მათ შორის:

 

საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 1 288.0 მლნ ლარი იქნება, მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი - 350.0 მლნ ლარი, ხოლო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400.0 მლნ ლარი.

 

პროექტით განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები). კერძოდ, დოკუმენტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის:

 

საბიუჯეტო სახსრები - 10 911.6 მლნ ლარს შეადგენს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები -1 288.0 მლნ ლარს.

 

პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504.6 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 397.5 მლნ ლარია, საქონელი და მომსახურება - 1 188.3 მლნ ლარი,პროცენტი - 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 437.9 მლნ ლარი, გრანტები - 1 303.0 მლნ ლარი,სოციალური უზრუნველყოფა - 3 413.0 მლნ ლარი, სხვა ხარჯები - 1 214.9 მლნ ლარი.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია- 1 433.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 636.7 მლნ ლარი. ასევე ვალდებულებების კლება 790.1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

 

რაც შეეხება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მთავრობა ბიუჯეტის პროექტში აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლის თვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორისპროგნოზი - 3.5%-ს. საშუალო ვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი - 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში.

 

მთავრობა ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2018 წლის ნომინალურიმშპ-ს მოცულობა - 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის მისი გაზრდა- 51,9 მლრდ ლარამდეა პროგნოზირებული.

 

„არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი - 10 240,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 25,3%-ია. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი 2018 წელს მშპ-თანმიმართებაშიგანისაზღვრება- 1.6%-ით, ხოლო 2021 წლისთვის შემცირდება მშპ-ის 1%-ზედა ბალნიშნულზე.

 

2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ისფარგლებში (2017 წელს 24.8%), ხოლო 2021 წლისთვის შემცირდება 20.8%-მდე”, -აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტში.

 

 

1tv.ge



ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...


მსგავსი სიახლეები

up