მიკრობანკები - რას შეცვლის ახალი მოთამაშე საფინანსო სექტორში?

მიკრობანკები - რას შეცვლის ახალი მოთამაშე საფინანსო სექტორში?

access_time2022-07-11 11:00:01

მთავრობის შემდეგ, მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განხილვებსა და დამტკიცებას ელოდება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის კიდევ ერთი რგოლი გაჩნდება, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ.


მიკრობანკების კანონის მიღების მოლოდინში არიან სტატუსის მოპოვების მსურველი მისო-ებიც. ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 4-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“, „სვის კაპიტალი“ და „ლაზიკაა“.


„ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მიკრობანკების სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, გარდა ამისა გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ რაც მიკრო ბანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ.


„შესაძლებლობა გაგვიჩნდება შევქმნათ ახალი პროდუქტები, მაგალითად, საკრედიტო ბარათების სახით, შეზღუდული დოზით დეპოზიტების მიღების შესაძლებლობაც იკვეთება, ასევე კოეფიციენტების მიმართულებით წნეხი რაც არის მიკროსაფინანსოებისთვს, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის კუთხით, შეიცვლება. გარდა ამისა, სესხის ზომაც იზრდება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა საუბარი, მაგრამ ეს ასე მარტივი არ იქნება. ჩვენ მიკრობანკად ტრანსფორმაციისათვის მოთხოვნილ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, მათ შორის იმას, რომ მისოს სასესხო პორტფელის 50%-ზე მეტი ბიზნეს სესხზე მოდის“, - ამბობს ბესო შენგელია.


„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ მიკრობანკების გაჩენით ბაზარზე უნდა მივიღთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.



„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ ფინანსურ რესურსებს შორის განსხვავება მინიმუმ 8%-ია. ფასთა ამ სხვაობით მისო-ები ვერ მონაწილეობენ თანაბრად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ბაზარზე. გარდა ამისა, მისო-ებს არა აქვთ არასაკრედიტო მომსახურების, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი გზავნილები და სხვათა შეთავაზების შესაძლებლობა. მიკრობანკების გაჩენით უნდა მივიღთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას“,  აღნიშნავს ბაკურაძე.


„სვის კაპიტალშიც“ აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა მათთვის ძალიან საინტერესოა, შესაბამისად მიკრობანკად გარდაქმნისთვის ყველა საჭირო ცვლილების განხორციელებას გეგმავენ.


ცნობისთვის, მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


მიკრობანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.


კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.


მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის, როგორც შუამავალი ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up