„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე

„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე

access_time2020-12-03 17:30:54

რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ადვოკატის საათში“  "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობაც აღიარებს, რომ ეს შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე დამატებით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეს დამატებით 1% -იანი ვარდნა იქნება.

 

„შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის 5%-იანი ვარდნა წელს ისედაც მოსალოდნელი იყო . სავალუტო პროგნოზის  მიმდინარე მონაცემებით პრინციპში ჩანს, რომ 5% -იანი ვარდნა მინიმუმ იქნებოდა, თუმცა დეკემბერში ეს ვარდნა უფრო მაღალი იქნება და სამწუხაროდ შედეგად მივიღებთ იმას, რომ წელს ჩვენი ეკონომიკა შემცირდება. მომავალი წლის პროგნოზიც გადაიხედება , რადგან ფინანსთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ბიუჯეტს 4.3% — ზე ვეგმავდით ,  მომავალი წლის დაგეგმვამა 4% -ზე მოგიწევსო. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონონიკის 2019 წლის მაჩვენებელს ყველაზე კარგ შემთხვევაში 2022 წელს დავუბრუნდებით. ძალიან მეეჭვება, რომ  უცებ რაღაც ისეთი ზრდა გქვქონდეს, რომ 2020 წლის ყველა ნაკლოვანება გამოვასწოროთ“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე

 

მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზოგიერთ ისეთ ბიზნესს შეეხო, რომელმაც მარტის შემდეგ საერთოდ ვერ შეძლო მუშაობის განახლება. კეპულაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. რომელსაც ყველაზე მტკივნეულად გადააქვს კრიზისები. მისივე განცხადებით შესაძლოა მსხვილ ბიზნესებს რაღაც პრობლემა შეექმნათ, მაგრამ შემდეგ წელს გამოასწორებენ. ყველაზე დაჩაგრული მცირე და საშუალო ბიზნესი გამოდის, რადგან ისინი ყველაზე დიდი დარტყმის წინაშე აღმოჩნდნენ და ფაქტობრივად 1 წლიანი ვარდნა და კრიზისი კრიზისი აქვთ,  რომელსაც როგორც კეპულაძე აღნიშნავს  ამ კომპნიების უმრავლესობა დატყმას რთულად გადაიტანს, მით უმეტეს, მაშინ როცა მათ სერიოზული დახმარება არ მიუღიათ.

 

 

„ეს დახმარება იყო მსხვილი ბიზნესისთვის, საბანკო და სამშენებლო სექტორისთვის, რომელსაც პრინციპში წელს გაუჭირდა. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვინმე დალხენილია ან რომელიმე ბიზნესი კარგადაა, მაგრამ ეს დახმარება იყო კონცენტრირებული უფრო სამშენებლო ბიზნესისთივს, რომ მათი ფასები ქვემოთ არ წამოსულიყო, რამაც გამოიწვია ის რომ დღეს უძრავი ქონების ფასი შემცირებული არ არის. წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ვარდნა, რეცესია და უძრავი ქონების ფასი დარჩეს უცვლელი, ეს არანირ ლოგიკაში არ ჯდება. ადამიანებს დღეს სამწუხაროდ მედიკამენტის და სურსათის ფული არ რჩებათ, პენსიონერები თვიდან თვემდე ძლივს ახერხებენ თავის გადატანას და ასეთი 800 000-მდე პენსიონერი გვყავს საქარველოში, ეს ნიშნავს  იმას, რომ მსხვილ ბიზნესს კი არ უნდა დავეხმაროთ საგადასახადო შეღავათები უნდა იყოს სწორედ განაწილებული. აუცილებლდ უნდა იყოს გრძელვადიანი ხედვა, რასაც ჩვენ გაზაფხულიდან მოყოლებული ვთხოვთ ხელისუფლებას,  ჩვენ დღეს ვერაფერ სიახლეს ვერ ვეუბნებით ვერც ინვესტორებს ვერც ადგილობრივ ბიზნესს. ყველა  გაურკვევლობაშია, სუბსიდირება ამ საქმეს ვერ უშველის“,- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე

 


 

გიორგი კეპულაძემ "კომერსანტის" ეთერში ბანკების მიერ, მოსახლეობისთვის შეთავაზებულ საშეღავათო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ. ბევრს გადავადებული ვალდებულებები ტვირთად დააწვა. კეპულაძის განმარტებით, ბიზნესებს ეს თანხები სხვა კუთხით უნდა მიემართათ.

 

 

„მთავრობას შეიძლებოდა, რომ სხვადასხვა სცენარი განეხილა, როგორ დახმარებოდა უშუალოდ ბიზნესს ან მოსახლეობას და საით მიმართავდა ამ სუბსიდირებას, თუმცა ჩემი აზრით, მთავრობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ მიმართულებებს და იმ ბიზნესს, რომელიც არის დამფინანსებელი და არ იფიქრა იმ მოქალაქეებზე და ბიზნესებზე, რომლებსაც სამ თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგაც შემოსავალი არ გაზრდიათ, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით რომ მომავალ წელს, ალბათ ვადაგადაცილებული სესხების პროცენტი გაიზრდება“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

 

 

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა 200 ლარიან დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დახმრება არასამართლიანად იყო განაწილებული, რადგან 200 ლარი ისეთმა ოჯახებმაც მიიღო, ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდებდა. კეპულაძის, განმარტებით იპოთეკურ სესხზე დახმარებაც საშუალო და მაღალშემოსავლიან ოჯახებს შეეხოთ, რადგან იპოთეკურე სესხს, დაბალშემოსავლიანი პირი ვერ იღებს.

 

 

„რაც შეეხება იპითეკურ სესხს, ამ საბანკო სერვისით ყველა ვერ სარგებლობს, იპოთეკურ სესხს იღებენ საშუალო და მაღალშემოსავნიანი ადამიანები, გამოდის ამით იმ ადამიანებს ვეხმარებით, ვისაც შესაძლოა ეს საერთოდ არ სჭირდება. გვესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ბევრი ფული და იმასაც რასაც ვეხმარებით ვეხმარებით ნასესხები ფულით, სასურველია რომ ეს დახმარება განაწილებულიყო  სამართლიანად ისე, რომ მთავრობას საშუალო ვადიანი ზრდა უზრუნველყო  და ამ  პერიოდში  ჩვენ ეკონომიკას ამხელა ვარდნა მაინც არ ჰქონოდა“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე

 

 

თაკო კაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up