„მთავრობამ კომერციულ ბანკებს არჩევნებამდე კურსის დასტაბილურება  დაავალა“

„მთავრობამ კომერციულ ბანკებს არჩევნებამდე კურსის დასტაბილურება დაავალა“

access_time2018-11-09 14:00:00

ლარის სწრაფ, ერთ დღეში გამყარებასთან დაკავშირებით ფინანსისტებში გაურკვევლობაა. გუშინ, ლარის კურსი დოლარის მიმართ გამყარდა და ერთი დოლარის  ოფიციალურმა ღირებულებამ 2.75 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის  კურსთან შედარებით, 1.5 თეთრით გამყარებული მაჩვენებელია. გუშინვე, სანამ ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს დადებდა,  1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7656 ლარს შეადგენდა.


 

ლარი კიდევ უფრო გამყარდა Bloomberg-ზეც — დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 2.6925 ლარად ივაჭრებოდა.  რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, დღევანდელი მდგომარეობით იქ 1 დოლარის ყიდვა 2.72 ლარადაც კია შესაძლებელი. ეს მაშინ, როდესაც, 1-2 დღის წინ ამავე ჯიხურებში ლარის კურსი 2.80-ს შეადგენდა.


 

რა მოხდა ასეთ მოკლევადიან პერიოდში, რატომ და რის საფუძველზე გამყარდა ლარი, ამაზე სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.


 

ეკონომიკის დოქტორი, კომპანია ფინექს 1970 ის ანალიტიკოსი  ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ერთ დღეში  ლარის კურსის  1.5 თეთრით გამყარება ხელოვნურია. მისი შეფასებით, ეს კომერციული ბანკების ხელწერაა, რომლებიც  სპეკულაციებით ხელს ითბობენ. როგორც შენგელია განმარტავს, მთავრობამ მიუთითა კომერციულ ბანკებს, რომ არჩევნებამდე კურსი დაასტაბილურონ.


 

„Bloomberg-ის დახურულ ტერმინალში არავინ არ იცის ვინ რა ლოტებით ვაჭრობს და ასეთი დასტაბილურება როგორ მოხდა. ეს არის ხელოვნური, თორემ ეკონომიკაში არც ისეთუ ცუდი მომხდარა, რომ კურსი ასე გაუფასურებულიყო და არც ისეთი კარგი, რომ გამყარებულიყო,“-აცხადებს შენგელია.


 

მისივე  შეფასებით, უცნობია რა მოხდება არჩევნების შემდეგ. თუმცა, მისი ვარაუდით, 20 დეკემბრიდან ლარი  დასტაბილურდება და იანვრისთვის 1 ლარი 2.60-იან  ნიშნულზე დადგება.


 

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი განმარტავს, რომ ერთ დღეში რა მოუვა კურსს, ამის განსაზღვრა არავის შეუძლია. თუმცა, თუ კურსი გამყარებისკენ წავა, ძალიან კარგი იქნება.


„ერთ დღეში რატომ გამყარდა ან რატომ გაუფასურდა, ამის შეფასება შეუძლებელია. რის გამო გამყარდა, ამის თქვა შესაძლებელი იქნება, როდესაც მაკროეკონომიკური რიცხვები გამოქვეყნდება. შეიძლება 1-2 დღეში გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარი გაყიდა, ან  დოლარი შემოვიდა ქვეყანაში. იმ დასკვნის კეთება, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, ნაადრევია“-აცხადებს ხორგუაშვილი.

 

 

მისივე განმარტებით, ერთ დღეში ასეთი გაუფასურება  ეჭვებს ბადებს, თუმცა, ერთი ხელის მოსმით ამის მტკიცება, წარმოუდგენელია. როგორც ხორგუაშვილი განმარტავს, მცურავ კურსს  მოკლევადაში დასტაბილურება ახასიათებს. „დაახლოებით ერთი წლის წინ ამის მაგალითი გვქონდა.გამყარების ტენდენცია ეს დღეები კიდევ თუ გაგრძელდება, მაშინ მეეჭვება, რომ ხელოვნური ჩარევის გამო იყოს. ასეთ შემთხვევაში, გამყარების ტენდენცია სხვა რამეს  უნდა დავუკავშიროთ. მაგალითად იმას, რომ ქვეყანაში დოლარის დიდი მოცულობა შემოვიდა,“-აღნიშნავს ხორგუაშვილი.


 

 

კითხვაზე, გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მთავრობას მიეთითებინა და დაევალებინა კომერციული ბანკებისთვის კურსი დაესტაბილურებინათ, ხორგუაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი სქემა თეორიულად შესაძლებელია. მათ შორის, მარეგულირებელი  შეიძლება არაოფიციალურად ჩაერიოს  იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პირდაპირი კავშირი აქვს ყველა ბანკთან. 

 

 

„შესაბამისად, ხელოვნური მანიპულაციები შეიძლება მოხდეს, თუმცა, ეს კონსპირაციაში შესვლაა და ასეთ რაღაცას მოვერიდები. ამის ვარაუდი ერთ დღის შედეგით არ შეიძლება,“- განმარატვს ხორგუაშვილი.

 

 

მისივე მტკიცებით, მოკლე ვადაში ვალუტის მკვეთრი გამყარებაც და გაუფასურებაც ნეგატიურია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ კურსი რისკიანია და მისი ფასი დახტის, რაც რისკებს უქმნის ყველას, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს.

 

 

 

ლარის გუშინდელ გამყარებას სპეკულაციას უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე. მისი შეფასებით,  სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ხელოვნურად ჩარევა. თუმცა, მთავარია ის, თუ როდემდე გაგრძელდება ეს დასტაბილურება. 

 

 

„როგორც ყოველთვის ასეთი გამყარება დიდი ხანი არ გრძელდება ხოლმე, რადგან საქმე გვაქვს ფუნდამებტურ პრობლემებთან, მათ შორის იმასთან, რომ ეკონომიკაში დოლარის დეფიციტია. ძალიან საინტერესოა, ეს გამყარება საარჩევნოდ მოხდა  თუ რეალურად ეყოფა ეროვნული ბანკის ძალისხმევა. მგონია, რომ მარეეგულირებელი ცოტა სირაქლემას პოზიციაშია, შორიდან უყურებს ყველაფერს და მხოლოდ ინფლაციაზე ფიქრობს. რეალურად, ძალიან ცუდი მეთოდებით იჭერენ ინფლაციას, მაშინ როდესაც ფასები იზრდება,“-აცხადებს ბერძენაძე.

 

 

მისი განმარტებით,  მთავრობა ვერ მიხვდა, რომ ეროვნული ბანკის ქცევები ლარის კურსთან მიმართებაში სწორი არ არის.  მისი შეფასებით, მცურავმა კურსმა შეიძლება  ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს.


 

ლარის გამყარების მიზეზებზე „კომერსანტმა“ ეროვნულ ბანკსაც მიმართა და მათგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით. თუმცა, 6 ნოემბერს ეროვნულმა  ბანკმა გაავრცელა განცხადება და ლარის ბოლო  დროინდელი გაუფასურება ახსნა.მათი განცხადებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს.


 

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები“-ნათქვამი იყო ეროვნული  ბანკის განცხადებაში.



ლარის კურსის თემას გუშინ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამეხმაურა. მისი  განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება, საკმაოდ შინაარსიანი და ობიექტური იყო. „ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება არის საკმაოდ შინაარსიანი და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა. არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწო. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: ეს არის პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის და მეორე არის დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაცია. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა ბახტაძემ.



ცნობისთვის: როგორ იცვლებოდა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2018 წლის 10  თვეში:

 

20 იანვარი — 1 აშშ დოლარი — 2,54 ლარი


20
თებერვალი 1 აშშ დოლარი — 2,46 ლარი


20
მარტი— 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი


20
აპრილი — 1 აშშ დოლარი — 2,43 ლარი


20
მაისი — 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი


20
ივნისი — 1აშშ დოლარი — 2,45 ლარი


20
ივლისი — 1 აშშ დოლარი — 2,45 ლარი


20
აგვისტო — 1 აშშ დოლარი — 2,57 ლარი


20
სექტემბერი — 1 აშშ დოლარი — 2,61 ლარი

 

20 ოქტომბერი — 1 აშშ დოლარი — 2, 7029 ლარი



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up