მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

access_time2022-12-05 14:15:05

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ

საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად გამოიყენოს აღნიშნული პოტენციალი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო და ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.

„რამდენიმე სიტყვით ასევე მინდა გითხრათ, კურორტების განვითარების გეგმის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ბატონო ლევან, ჩვენ ალბათ ცალკე უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია, მოვიწვიოთ ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით. მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 100 ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა იქნა შესწავლილი, განვითარების პოტენციალი დამუშავდა. სულ ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი. უფრო დეტალურად, რამდენიმე ხანში გვექნება ცალკე პრეზენტაცია, უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში ჩავდეთ მინიმუმ 200 მილიონი ლარი, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას- ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up