„მთავრობამ კერძო ბაღების სექტორი ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის გასწირა“ - კერძო ბაღების ასოციაცია

„მთავრობამ კერძო ბაღების სექტორი ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის გასწირა“ - კერძო ბაღების ასოციაცია

access_time2020-11-14 11:17:58

რადიო “კომერსანტის” გადაცემა “კომერსანტის დილაში” კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა პავლე ქალიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით მთავრობის გადაწყვეტილება კერძო ბაღების მუშაობის შესახებ სექტორზე ძალიან ცუდად აისახა.


პავლე ქალიაშვილი განმარტავს, რომ იმ ერთ თვეში, როდესაც კერძო ბაღებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებლა და ასევე არც ერთ კერძო საბავშვო ბაღში რეკომენდაციების  დარღვევასა თუ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

 

„ამ სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობის ესეთი მკაცრი და ხისტი გადაწყვეტილება მიუღებელი იყო , გამომდინარე იქიდან რომ მთელი ამ ოცი დღის განმავლობაში გვამშვიდებდნენ და გვაწყნარებდნენ, რომ ეს იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და თუ რომელიმე ბაღში ინფიცირების შემთხვევა დადასტურდებოდა, მხოლოდ იმ ბაღს  დახურავდნენ გარკვეული პერიოდი, თუმცა გამოგვიცხადეს, რომ დიდი რეგიონებში  სასწავლო პროცესი გაურკვევლი ვადით შეჩერდებოდა.  ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ როდის გაგრძელდება სწავლა.” - აღნიშნავს პავლე ქალიაშვილი.

 

პავლე ქალიაშვილი მთავრობას ორი კითხვით მიმართავს ესენია:

 

1. როდის განახლდება სწალა კერძო საბავშვო ბაღებში?

2. რა სამოქმედო გეგმა აქვს მთავრობას იმისათვის, რომ კერძო ბაღების სექტორს დაეხმაროს?

 

პავლე ქალიაშვილმა “კომერსანტის” ეთერში ასევე აღნიშნა,  რომ კერძო ბაღების პერსონალი მშობლების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით ფინანსდებოდა, ამ ნაბიჯით კი მთავრობამ კერძო ბაღებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და დასაქმებულები შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტა.

 

ქალიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ზოგიერთი კერძო ბაღი უბრალოდ დაიხურა.

 

“სამწუხაროდ კლებადი ტენდენცია გრძელდება, საუბარია 180 ბაღზე,  დღეს დილით 7 ბაღი უკვე სამუდამოდ დაიკეტა, არ ვგულისხმობ მე დროებით დაკეტვას.” - აღნიშნავს პავლე ქალიაშვილი.

 


კითხვაზე თუ რა იწვევს ბაღების დაკეტვას პავლე ქალიაშვილმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ბაღი საიჯარო ვალდებულებას ვერ იხდის და ვერც მეიჯარეს ეუბნება თუ როდის შეძლებს ვალდებულების დაფარვას.

 

“შესაბამისად ის მეიჯარეც  ბაღისთვის ფართის აშენების დროს ბანკიდან გამოტანილ სესხზეა დამოკიდებული და ის ხალხიც  ბანკის პირისპირ აღმოჩნდა,  პირველი მიზეზი იჯარის ვალდებულებაა, თუმცა არის სხვა მიზეზებიც.

გაურკვეველი სიტუაციაა, წარმოიდგინეთ გვხურავენ არ იცით როდის გაგხსნიან, თუნდაც შენი ფართი იყოს მაინც შეიძლება, რომ მეპატრონემ ხელი ჩაიქნიოს.” - აღნიშნავს პავლე ქალიაშვილი

 

 

რაც შეეხება ბაღებში აქტივობას ქალიაშვილი აღნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების  დაახლოებით , ის რაოდენობა დაფიქსირდა რაც კორონავირუსამდე იყო.

 

“კერძო ბაღებში ბავშვები სრულიად გამოცხადდნენ, გარდა ამისა დაახლოებით 5% ახალი აღსაზრდელი დაემატა, თუმცა რეგულაციებიდან გამომდინარე ჩვენ დიდი რაოდენობის ბავშვები არ მიგვიღია.

 

ხაზის გასმა მინდა, რომ კერძო ბაღები ისედაც შემცირებული რაოდენობით  მუშაობდნენ, თუ კოვიდამდე ბავშვების რაოდენობა ჯგუფში იყო 20 ბავშვი, ეხლა გვყავდა  8-7 ბავშვი, რა საფრთხეს  უქმნიდა ისეთს, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ ჩვენთვის გაუგებარია.” - აღნიშნავს პავლე ქალიაშვილი

 

გადაცემის ბოლოს პავლე ქალიაშვილმა მთავრობას მიმართა და აღნიშნა, რომ კერძო საბავშვო ბაღების სექტორი განწირულია შიმშილით სიკვდილისთვის, ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის თანატოლებთან კომუნიკაციის გარეშე დატოვება სამომავლოდ მათ ფსიქიკაზე ცუდად აისახება და ისეთ ცუდ შედეგს მოიტანს, რომ კორონავირუსი აღარავის ემახსოვრება.

 

 

“პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ წერილობით მივმარეთ საკოორდინაციო საბჭოს, წერილობით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს და მათგან არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის შევძლებთ საშემოსავლო გადასახადის გადავადებას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა.

საქმე მინისტრამდეა მისული, მაგრამ ჩვენი წერილი ჩახურულია,  მე უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს მთავრობასთან.

 

აქვს თუ არა მთავრობას სამოქმედო გეგმა ჩვენი სექტორისთვის, რით შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ და თუ არ აქვთ ეს  სამოქმედო გეგმა მაშინ გვითხრან და ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მივხედავთ.

 

ბაღებში არ მომხდარა არც ერთი დაჯარიმება, არც ერთი შენიშვნა ან  გაფრთხილება არ მიგვიღია, არ გვქონია არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, ეს  სტატისტიკა კარგად აქვს შრომის უსაფრთხოების სამსახურს, ასევე  აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გამოაქვეყნონ თუ რომელიმე შემთხვევაა კერძო ბაღებში დაფიქსირებული.

 

 ჩვენ ზუსტად ვიცავდით იმ  ზომებს,  რაც დადგენილი გვქოდა,  ჩვენი მიზანი იყო ის,  რომ ბაღები არ დახურულიყო და ყველა მენეჯერი ცდილობდა,  რომ მაქსიმალური დაცვით ემოქმედათ, მათ ცხვირზეც კი არ ჩამოუწევიათ პირბადე.

 

მეორე  და უფრო რთული ფაქტორი ის არის, რომ ბავშვების ფსიქოლოგიაზე საერთოდ არავინ საუბრობს, ეს რვა თვიანი სახლში გამოკეტვა და ეხლა  გაურკვეველი ვადით ისევ გამოკეტვა, მითუმეტეს, როცა ზოგიერთ ოჯახში თითო შვილი ყავთ და ის ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ბავშვთან კომუნიკაციის გარეშეა , ეს აუცილებლად მოიქნევს კუდს და მაშინ უკვე კორონავირუსი არავის არ გაახსენდება . “ - აღნიშნავს პავლე ქალიაშვილი.

 

 

 


თეგები:
ბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up