მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

access_time2019-10-21 15:10:43

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.


„Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. ვან ოორდმა განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები პროექტის დაწყებისას. ასევე, ვან ოორდის ADC– სთან წარმატებული პარტნიორობის მანძილზე, შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღმავებელი სამუშაოები, რომლების ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიაჩნია რომ ვან ოორდი მნიშვნელოვან ღირებულებას მოუტანს პროექტს თავისი 150 წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა პალმა ჯუმეირას კუნძულები დუბაიში, მეორე სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტერდამის Maasvlakte 2 პორტის გაფართოების პროექტი და არაერთი სხვა დიდი მასშტაბის პროექტი“-განუცხადეს „კომერსანტს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. 


ინფორმაციას ადასტურებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით,მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს დღეს აცნობა.



bpn.ge-ს ინფორმაციით,  Van Oord-ი 1868 წელს ნიდერლანდებში, როტერდამში დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო პროექტები. თავდაპირველად კომპანია ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით გაფართოვდა. წილების 78.5 პროცენტს ფლობს თავად ვან ოორდის ოჯახი, ხოლო დარჩენილი გადანაწილებულია ორ კომპანიას შორის Cobepa და ConsOord B.V. კომპანია ფოკუსირებულია გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებზე.


2018 წელს Van Oord-ის წლიური ბრუნვა იყო 1,876 მლრდ ევრო. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 92 მლნ ევრო შეადგინა. კომპანიაში ამ ეტაპზე 4 954 ადამიანია დასაქმებული.ამასთან, 2018 წლის მონაცემებით კომპანია 46 ქვეყანაში ოპერირებს, ჯამში 190 პროექტით, მათ შორის, აზერბაიჯანში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ა.შ.


Van Oord-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შორის არის დუბაის Palm Jumeirah, ტაივანის უმსხვილესი პორტის გაფართოება, მალდივებზე უფრო მეტი კუნძულის შექმნა, მომავლის პორტი ბრაზილიაში და ა.შ.


შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.



სოფო ქსოვრელი 




15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up