,,მთავრობამ გაზაფხულის ლოქდაუნიდან არანაირი დასკვნა არ გამოიტანა“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,მთავრობამ გაზაფხულის ლოქდაუნიდან არანაირი დასკვნა არ გამოიტანა“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

access_time2020-11-29 13:13:22

მთავრობის ლოგიკა ასეთია, მოდი ამ ხალხს რამე გადავუგდოთ, რომ დავაწყნაროთ“- ასე შეაფასა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ხელისუფლების მიერ შეზღუდვების პირობებში დაანონსებული კომპენსაცია ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.

რაქვიაშვილის თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი აბსოლუტურად არა საჭიროა, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი სრულად ხელისუფლებას ეკისრება.

,,მთავრობამ არანაირი დასკვნა არ გამოიტანა გაზაფხულის ლოქდაუნიდან და იგივეს იმეორებს. მეორეს მხრივაა ბიზნეს ასოციაციის განცხადება, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ბიზნეს ჯგუფების ლობისტური მოთხოვნილებები კმაყოფილდება. ხელისუფლება კი ყველაფერს უყურებს როგორც სტატისტიკას, თითქოს არაფერი ხდება ტრაგიკული, არადა ამ რიცხვების უკან ადამიანების ტრაგედიაა. ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს. მათ, ვისაც ჰქონდათ დანაზოგი, დიდი ალბათობით, უკვე დახარჯეს.

ახლა, არ დგას არჩევანი ეკონომიკურ განვითარებასა და სიცოცხლეს შორის, არჩევანია ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების სიცოცხლეს შორის. ადამიანი, რომელსაც აქვს გულის შეტევა და არ მიდის სასწრაფო, ეს არ ითვლება ადამიანის სიცოცხლედ? დილემა მართლაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და როცა მთავრობა ამ დილემას ასე წყვეტს, მინიმუმ უნდა გამოვიდეს და ახსნას, რატომ აირჩიეს, რომ ადამიანი უნდა გარდაიცვალოს გულის შეტევით და გადარჩეს კორონა ვირუსით.

კერძო ჯანდაცვის სისტემა ჩვენ გადავაკეთეთ საბჭოთა სისტემად პანდემიის პერიოდში, რომელიც იმართება ცენტრალიზებულად ისე რომ, არ მომხდარა ამის კრიტიკული ანალიზი. რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებს მთავრობა, მით მეტი იქნება მისი პასუხისმგებლობა შედეგებზე. ტრაგედია კი არის ის, რომ ჩვენ მას პასუხს არ ვთხოვთ“-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.


,,გირჩის“ წევრი ასევე ამბობს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია სამუშაო დაკარგულებისთვის არასერიოზულია.

,,მთავრობის ლოგიკა ასეთია, მოდი ამ ხალხს რამე გადავუგდოთ, რომ დავაწყნაროთ. ბუნებრივია, არასერიოზულია ის ფინანსური პაკეტი, რომელზეც ისაუბრეს. თუ რელევანტურია გამოწვევებთან, მაშინ გაუშვან საკუთარი აპარატი და მისცენ ეს კომპენსაცია. ხელისუფლება ხედავს ასე, ჩვენ საჭირო ვართ, საჯარო მოხელეები საჭირონი არიან და თქვენ, კაფე-რესტორნების და მოლების დასაქმებულებმა როგორც გინდათ ისე გადაირჩინეთ თავი“ განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.

შეგასხენებთ, რომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით, რიგი შეზღუდვები დაწესდა, რომელიც 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა ე.წ. ახალი ლოქდაუნის დროს სხვადასხვა სოციალურ დახმარებებს გასცემს, მათ შორის, შეღავათები დაუწესდებათ ბიზნესებსაც. ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

Bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up