მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

access_time2020-07-08 13:20:04

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ: 


„ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის ვინც 65 წელს ქვემოთაა, ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე მომაკვდინებელიც კი არ არის; უკეთ რომ გაიგოთ კორონავირუსის მომაკვდინებლობა, უფრო დიდია ალბათობა რომ ავტოავარიის დროს დაიღუპოთ თბილისიდან გორში მგზავრობისას, ვიდრე კორონა ვირუსისგან.


გასული 5 თვის განმავლობაში მთავრობამ ტვინი გამოგვირეცხა კორონავირუსით გამოწვეული ვითომ საფრთხეებით, თითქოს ეს არის მომაკვდინებელი ვირუსი, რომელსაც შეეწირებოდა ათასობით ადამიანი, მაშინ როდესაც სინამდვილეში ვირუსს გადაურჩა მოსახლეობის 99.95%. ქვეყნებმა, რომლებსაც ყველაზე ძლიერად დაარტყა ვირუსმა, უკვე გახსნეს საზღვრები; საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და დანარჩენი ევროპა; ყველა მათგანი მდიდარი ქვეყანაა საქართველოსგან განსხვავებით.


ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე; მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა მაინც ჯიუტად ტოვებს აეროპორტებს დაკეტილს და ამის გასამართლებლად მთავრობის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ აეროპორტების გახსნა დააზარალებს ეკონომიკას, რაც სრული ნონსენსია.



მაშინ, როდესაც ბევრ თქვენგანს აღარ შეგწევთ უნარი გამოკვებოთ თქვენი ოჯახები, რადგან დაკარგეთ სამსახურები, ბიზნესი, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვეღარ ყიდით, შეგიმცირდათ ხელფასები, ამ დროს მთავრობის წევრებს, რომლებსაც აქვთ გარანტირებული სამსახურები და ხელფასები, უხდიან რეგულარულად, ისინი ქვეყანას მართავენ როგორც კომპიუტერულ სიმულაციურ თამაშს და სარგებლობენ ყოველი მოქალაქის უბედურებით, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ყოველი დღე, დაკეტილი აეროპორტების პირობებში, გამოიწვევს უფრო მეტ დაკარგულ სამსახურს, უფრო მეტ სიღარიბეს, დეპრესიასთან დაკავშირებულ მეტ ფსიქოლოგიურ დაავადებას, მეტ სუიციდს, მეტ ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკების მეტ მოხმარებას, მეტ კიბოს, მეტ გულის შეტევას, მეტ კრიმინალს, და ეს ყველაფერი რისთვის ?


კოვიდ-19 ჩვენთან დარჩება მრავალი წლის განმავლობაში; ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება; ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების სათანადოდ დაცვით, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე ზრუნვით, მაგრამ არა ქვეყნის ჩაკეტვის ხარჯზე, მოსახლეობის გამოკეტვითა და გარე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტით. მიუხედავად იმისა, რომ მილიონ მოსახლეზე ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოში, ქვეყანას მაინც ვკეტავთ. როდემდე ?


სანამ ვაქცინას გამოიგონებენ? ამას შეიძლება წელიწადზე მეტი დრო დასჭირდეს! ჩვენ ვართ მძევლები საკუთარ ქვეყანაში ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან მთავრობას ეშინია, რომ ინფექციის მატებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ პოლიტიკურ რეიტინგზე? ნავარაუდებია, რომ ვინც სამსახურს კარგავს მათი 4% დეპრესიასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დაავადებისგან კვდება, დაკარგვიდან 5 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას რომ შემდეგ 5-10 წელიწადში 10-15 ათასი ქართველი დაიღუპება მთავრობის ისეთი ზომების გამო, როგორიც არის კარანტინი. ამ ადამიანების ცხოვრება ნაკლებად ღირებული და ძვირფასია მათთან შედარებით, ვისი ,,დაცვაც” სურს მთავრობას კორონავირუსისგან?


ჩემო თანამემამულეებო, დროა მოვუხმოთ გონებას და განვიხილოთ თუ რამდენად მიზანშეწონილი და ჯანსაღია მთავრობის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა და მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და სიცოცხლეზე. უმეტესობა ჩვენგანი პარალიზებულია კორონავირუსის შიშით უკვე თვეებია, რადგან მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს. არა! ვირუსი ჩვენ ყველას არ მოგვკლავს! მთავრობის არასწორი პოლიტიკა კი გვინგრევს ცხოვრებას, სიცოცხლეს და ჩვენი შვილების მომავალს. ფადი ასლი



თეგები:
ფადი ასლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up