მთავრობამ ეკონომიკური ცხოვრების პარალიზებასთან ერთად არსებული თანხა არაეფექტურად გადაანაწილა- ექსპერტები ანტიკრიზისული გეგმის შესახებ

მთავრობამ ეკონომიკური ცხოვრების პარალიზებასთან ერთად არსებული თანხა არაეფექტურად გადაანაწილა- ექსპერტები ანტიკრიზისული გეგმის შესახებ

access_time2020-04-28 10:50:24

მთავრობის მიერ წარდგენილ  ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის მთლიანი მოცულობაც დაახლოებით 3.5 მილიარდით განისაზღვრება და   უმუშევრად დარჩენილების, დამსაქმებლების, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების და სხვა ჯგუფების დახმარებაზეა ორიენტირებული, როგორც საზოგადოების ნაწილში, ასევე სპეციალისტებშიც განხილვის საგანი გახდა.

 

რამდენად სწორად გადაანაწილა მთავრობამ პრიორიტეტები  ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით,  ამ თემაზე „კომერსანტთან“ ეკონომისტები საუბრობენ.

 

 ეკონომისტ  პაატა შეშელიძის  თქმით, მთავრობამ ეკონომიკური ცხოვრების პარალიზებასთან ერთად, არსებული თანხა არაეფექტურად გადაანაწილა და ანტიკრიზისულ გეგმას დიდი ეფექტი ვერ ექნება.

 

„ჩემი დამოკიდებულება ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით არის ფუნდამენტალური, საქმე იმაშია, რომ მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა ეკონომიკური ცხოვრების პარალიზებით, რამაც ადამიანები გაღარიბებამდე მიიყვანა.იმის ნაცვლად, რომ ისევ დროულად აამოქმედონ დაცვითი მექანიზმი და ითანამშრომლონ ხალხთან, მათ ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, იღებენ სესხს ჩვენი შემოსავლის ხარჯზე და არაეფექტურად ანაწილებენ.რაც შეეხება განაწილებას, პირველი იყო კომუნალური გადასახადების დაფარვა, რომელიც საკმაოდ არაეფექტურად გადანაწილდა.  მაშინ როდესაც დახმარება არ სჭირდება ყველას. მარტივი მაგალითი ავიღოთ, ეხმარები ორ იდენტურ ადამიანს ერთს აქვს მაღალი შემოსავალი და ნაკლები ხარჯი ამ კუთხით და მეორეს პირიქით. ისევ გაჭირვებული ადამიანი გამოდის წაგებული.


რაც შეეხება დახმარებას, სოციალურს დამხმარებას ისედაც იღებდა გარკვეული კატეგორია, მას არც სამსახური დაუკარგავს და არც ზედმეტი შემოსავალი. მაშინ როდესაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა დაკარგა სამსახური და ისინი ვერ მოხვდნენ ამ სიაში.“-ამბობს პაატა შეშელიძე.

 


ეკონომისტის თქმით კი ის თანხა, რომელიც საქართველოს გამოეყო ვალია, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანას მოსახლეობის გადასახადების  ხარჯზე უნდა დაფაროს, თუმცა, თანხის გადანაწილება ხარვეზებით მოხდა.

 

„ამბობენ საქართველოს გამოეყო 3  მლრდ დოლარი, კი არ გამოეყო სესხად აიღო და ამის დაფარვა ისევ ჩვენი ვალდებულებაა და იქნება თუ არა იმ სახით გადმოცემული თანხა რა სახითაც აცხადებენ ჯერ არ ვიცით, რადგან იურიდიულად გაფორმებული ფაქტი არ არის.ასევე აქ არის დახმარებები, სამეწარმეო სუბიექტებზე და არის რამდენიმე კარგი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გულისხმობს საშეღავათო პერიოდებს, ამას მივესალმები მაგრამ ფულის გადანაწილებას არა.თუმცა, ზოგადად თანხის გადანაწილება მთავრობის მხრიდან ხარვეზებით მოხდა. ეს არის სოციალური კუთხით მიმართული დახმარება, რომელსაც გარკვეული ამოცანა აქვს მთავრობისთვის, მოისყიდო პირდაპირ ან ირიბად ადამიანების ნაწილი და შემდეგ გამოიყენო სათავისოდ.“ -ამბობს პაატა შეშელიძე.

 

 

ანტიკრიზისულ გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტად ეკონომისტი პაატა აროშიძე მეწარმეების დახმარებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოსტკრიზისული პერიოდის შემდეგ მსოფლიოში სურსათის სიმცირე გაჩნდება, მანამდე კი საქართველომ სამეწარმო კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ ქვეყანას საკუთარი თავის რჩენა არ გაუჭირდეს.


 

„სოციალური დახმარების თემა ყოველთვის საკამათოა და ყოველთვის შეიძლება ნებისმიერმა მხარემ დადებითი და უარყოფითი მოუძებნოს. მე ვისაუბრებ იმ ნაწილზე რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ეს არის სამეწარმეო ნაწილი. მიუხედავად იმისა,რომ ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა, უფრო კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაა,  მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეს რას ვთავაზობთ მნიშვნელოვანია.  იმ მდგომარეობას რაც გვქონდა 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის იანვარში, 1-2 წელში ვერ დავუბრუნდებით. თუ  ჩამოთვლილი საკითხი, სწორად შესრულდება, როგორც მთავრობის, ასევე მეწარმის მიერ  ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ეს არის საგრანტო მოცულობის 30 000 ლარამდე გაზრდა. 


მთავარია მეწარმეებმა განავითარონ საწარმო სფერო და რესურსები იქ გადაანაწილონ. წარმოვიდგინოთ პოსტკრიზისული მდგომარეობა, რომელიც როდის იქნება მსოფლიოში არავინ არ იცის,  თუ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით მაისის ბოლოდან ჩადგა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაგვიანებულია.ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოს სურსათის დეფიციტი ექნება და ყველა ქვეყანას მოუწევს საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ჩვენ დღეს მთელი ძალები უნდა მოვახმაროთ სოფლის მეურნეობის განვითარებას და სასურსათო ძალების უზრუნველყოფას“.-აცხადებს აროშიძე. 

 

 

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

 

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.



ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up