„მთავრობა ყოველწლიურად ზრდის განათლების დაფინანსებას, თუმცა, ეს ხარისხის გაუმჯობესებაზე აქამდე არ ასახულა“

„მთავრობა ყოველწლიურად ზრდის განათლების დაფინანსებას, თუმცა, ეს ხარისხის გაუმჯობესებაზე აქამდე არ ასახულა“

access_time2019-11-20 16:15:40

რამდენიმე დღის წინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განათლების სისტემისთვის გამოყოფილი თანხების ზრდა დააანონსა და განაცხადა, რომ მალე ქართველები განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში ჩავეწერებით.


„იცით, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ბიუჯეტის 25%. შეგვიძლია, რომ 8 წელში პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ. თუ ამხელა სახსრებს დავხარჯავთ, შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში ჩავეწერებით,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკეპტიკურად უყურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდის პარალელურად, განათლების ხარისხი არ იზრდება და ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია განათლებული ქვეყნების რიგში  მოსახვედრად.


„განათლების ბიუჯეტის ზრდა პირდაპირპროპორციული არ არის განათლების ხარისხის და დონის ამაღლებასთან. თუ გადახედავთ განათლების სამინისტროში არსებულ ბიუჯეტს, ის თანხები რომელიც იქ არის, იფლანგება ან იპარავენ. რაც უფრო გაიზრდება ბიუჯეტი უფრო მეტს მოიპარავენ. აი როგორ ხდება გაფლანგვა- მაგალითად განათლების ბიუჯეტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც გაიხსნა უფასო ფაკულტეტები ფილოსოფოსებისთვის. ამ ინიციატივაზე „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 180 მლნ ლარი  დახარჯა. ყოფილი მინისტრი კი გამოვიდა და განაცხადა, რომ  ყველაფერს აკეთებდა უფასო ფაკულტეტები რომ აღარ არსებობდეს, გამოდის, რომ ეს თანხა ტყუილად გაიფლანგა. მეორე მაგალითს რაც შეეხება, წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ბავშვების უფასო ტრანსპორტირებაზე  იხარჯება  და თუ გადახედავთ საბუთებს იქ წერია, რომ თბილისში თურმე უფასო ავტობუსები სკოლის მოსწავლეებს ემსახურებიან. ვინმეს როდესმე უსარგებლია ამ უფასო ტრანსპორტით თბილისში ან გსმენიათ მათ შესახებ? იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეები მიიყვანოს სკოლამდე საქართველოს მთავრობა წელიწადში 60 მლნ-ს ხარჯავს, თუმცა, ეს ტრანსპორტი რეალურად არ არსებობს. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც განათლებაში მოვიდნენ, ზოგმა გამოცდები გააუქმა, ზოგმა კი ვაშლები დაარიგა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.



განათლების სისტემისთვის ბიუჯეტის ზრდაში გამოსავალს ვერ ხედავს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძეც და ამბობს, რომ დღემდე დაფინანსების გაზრდისკენ ტენდენცია სულ იყო, თუმცა თანხების გაზრდა ხარისხის ზრდას არ იწვევდა.


„წარმოდგენილი რეფორმა, რომელსაც  ბიუჯეტის 25%  სჭირდება,არ მინახავს, ბიუჯეტის 100%  განათლებაზე რომ წავიდეს, შეიძლება ხარისხი ვერ მივიღოთ. თუკი რეფორმას ვახორციელებთ, უნდა ვთქვათ, რას ვაკეთებთ და შემდეგ იქედან გამომდინარე განვსაზღვროთ რა თანხა გვჭირდება მისი განხორციელებისთვის.  იმაზე საუბარი, რომ დავხარჯავთ მშპ-ის 6%-ს განათლებაზე არსებითი არ არის, არსებითია განათლების რეფორმა, რომელიც განხორციელდება. ბევრი ქვეყანაა ბიუჯეტის 25-30%-იანი დაფინანსებით, მაგრამ განათლებაში და ეკონომიკაში საკმაოდ წარუმატებელი. მთავრობა ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას, თუმცა, ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე აქამდე არ ასახულა.


თუ ეს გაზრდილი ბიუჯეტი დაიხარჯება არაკვალიფიციური მასწავლებლების და მეცნიერების ხელფასების ზრდაში ან ადმინისტრაციების დაფინანსების ზრდაში, რომლებიც მართული იქნებიან და არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის - მაშინ შედეგად ვერაფერს მივიღებთ. შედეგად გვექნება გაზრდილი ბიუჯეტი, რომელშიც მაგალითად არაა გაზრდილი სახელმძღვანელობის და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მუხლი, ანუ არაა გაზრდილი ის კომპონენტები, რომლებიც სერიოზულ გაზრდას მოითხოვდნენ, ამ დროს კი მასწავლებელთა ხელფასებია გაზრდილი. თუ სახელმწიფო მათი კვალიფიკაციის გაზრდაზე არ ზრუნავს, დაბალხარისხიან მასწავლებელს უბრალოდ ხელფასს უზრდის და განათლების ბიუჯეტიც ამით იზრდება, რა თქმა უნდა, ეს უშედეგოა. მხოლოდ პედაგოგის ხელფასის გაზრდა ხარისხს ვერ უზრუნველყოფს, თუკი ეს მასწავლებლებისა და სასკოლო სახელმძღვანელობის განვითარებაზე არაა მიბმული“, - განმარტავს შალვა ტაბატაძე.

 

ნინო თამაზაშვილი





m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...


მსგავსი სიახლეები

up