მთავრობა წლების განმავლობაში მიტოვებული კურორტების განვითარებას გეგმავს

მთავრობა წლების განმავლობაში მიტოვებული კურორტების განვითარებას გეგმავს

person access_time2016-03-02 10:00:54

საქართველო, რომელიც ტურისტული ქვეყნის სტატუსის გაძლიერებას ცდილობს, წლიდან წლამდე ტურისტებს სიახლეებს პრაქტიკულად ვერ სთავაზობს, ძალიან ნელი ტემპით ვითარდება ახალი კურორტები, ისიც – მხოლოდ სამთო მიმართულებით 


საქართველოს პრემიერმინისტრი ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მუშაობს  4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე – იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.


მისი თქმით,  ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. კვირიკაშვილი კონკრეტულ კურორტებსაც ასახელებს, რომელთა განვითარებასაც, ბახმაროსა და აბასთუმნის გარდა, მთავრობა გეგმავს, ესენია ლებარდე, აბასთუმანი და სხვა.


ფაქტია, რომ საქართველოში ბევრი აუთვისებელი კურორტია და სეზონიდან სეზონამდე დამსვენებელს არჩევანი არ ემატება – არათუ არ იქმნება ან ძალიან ნელი ტემპით  მიმდინარეობს  ახალი კურორტების შექმნა, არსებულ კურორტებზეც წლიდან წლამდე არავითარი სიახლე არ ინერგება. 

 

მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული თვალსაზრისით სრულიად უყურადღებოდაა დარჩენილი რაჭა, რომელსაც ამ მხრივ უდიდესი პოტენციალი აქვს.

 

ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ რეგიონი უნდა იყოს ბალნეოლოგიური ცენტრი. „რაჭა, რომელიც უნდა გუგუნებდეს, ვერ ვითარდება. მსოფლიოში არსებობს 12 ტიპის სამკურნალო წყალი, აქედან 9 კი რაჭაშია. ჩვენ კი ამ პოტენციალს არ ვიყინებთ"-აცხადებს ალავერდაშვილი.



გარდა რაჭისა, ასევე ასათვისებელია ვანის მხარე, რომელიც ალავერდაშვილის თქმით, მივიწყებულია. მისი მტკიცებით, ვანი უდიდესი ისტორიის მქონეა.


მისივე ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს მთა-თუშეთის მიმართულებას. „ამ რეგიონში ტურების გაკეთება მთლიანად „მიიბავს“ კახეთის მიმართულებას"-აცხადებს ალავერდაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი და ახალი კურორტების ათვისება მოხდეს, აუცილებელია ამაში ყველა საჯარო უწყების კომპლექსურად ჩართვა. „მესტია ახლა დაიქოქა, ეს საკმაოდ დიდი პროექტია. თუნდაც, თეთნულდის პროექტის წარმატებას სწორი გათვლა სჭირდება. მაგალითად, წელს მე რომ ვყოფილიყავი ინვესტორი და თეთნულდი დეკებრის ნაცვლად თებერვალში გახსნილიყო, გავკოტრდებოდი. ასეთ დროს ინვესტორი მოლოდინის რეჟიმში გადადის, რაც ცუდია. სრულად გაწერილი გეგმებია საჭირო, მინიმუმ 5 წლის. ახლა სვანეთის მიმართულებაზე ნდობა ინვესტორების მხრიდან დაკარგულია. აქ ყველა უწყება კომპლექსურად უნდა მუშაობდეს"-აცხადებს ალავერდაშვილი.


მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკითხია კურორტებზე მაგალითად, სურსათის უვნებლობის საკითხის მოგვარება. ამის მაგალითად ალავერდაშვილს მესტია მოჰყავს. მისი თქმით, როგორც მეწარმეს მას ძალიან გაუჭირდება თუნდაც სასტუმროს არსებობის შემთხვევაში მისი პროდუქტებით მომარაგება.


“მაგალითად, სურსათის უვნებლობის სამსახურმა უნდა თქვას, რომ პირობითად, ოქტომბერში გახსნის სასაკლაოს, რომელიც შემოწმებულ ხორცს გაყიდის, ან თავისი პუნქტი გახსნას, რომელიც შემოწმების სერთიფიკატს გასცემს. ეს მომარაგების პრობლემას მოაგვარებს, რაც მეწარმეებს დაეხმარება. დღეს გუდვილიდან მესტიის მომარაგება მიმზიდველი თემა არ არის. ყველა უწყებისთვის ერთიანი სტრატეგია უნდა იყოს გაწერილი"-აცხადებს ალავერდაშვილი.


აუთვისებელ კურორტებზე და მათ პოტენციალზე საუბრობს ტურიზმის ექსპერტი შალვა ხუციშვილიც. მისი თქმით, საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რომლის პოტენციალის ათვისებაც ამ დრომდე არ ხდება. მათ შორისაა რაჭა, სადაც ხელუხლებელი ტყეებია. მისი თქმით, ამ მიმართულებით აუცილებელია განვითარდეს თუნდაც საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც სვანეთისკენ გადავა. რაჭას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს როგორც ღვინის, ისე კულინარიის მიმართულებითაც.


ხუციშვილის განცხადებით, არსებულ კურორტებსაც განვითარება სჭირდება. საუბარია თუშეთზე, ხევსურეთზე. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რეგიონებში კატასტროფულ მდგომარეობაშია.


ერთერთი ახალი საზაფხულო კურორტის პროექტი ანაკლიაა, რომლის განვითარებისთვის მძლავრი ბიძგი კაზანტიპის ფესტივალი უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტი წარუმატებელი გამოდგა და ამ კურორტის განვითარების პერსპექტივები ისევ გაურკვეველია.

 

 



ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up