მთავრობა თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს

მთავრობა თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს

access_time2016-06-28 16:18:05

თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას საქართველოს მთავრობა შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. 


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები. განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით.


შვეიცარულმა და ქართულმა მხარეებმა, პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.


პრეზენტაციაზე ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა შვეიცარიის ტურიზმისა და რეგიონალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. ელჩმა წარადგინა ის ინსტრუმენტები და რეგიონალური პოლიტიკისა და ტურიზმთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებსაც შვეიცარია იყენებს.



პრესსამსახურის ინფორმაციით, ერიკ იაკობმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას საინტერესო უწოდა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.


"საქართველოს დელეგაციისგან შევიტყვეთ ქართული ტურიზმის პოტენციალის შესახებ, გავიგეთ ბევრი რამ თუშეთის პროექტის შესახებ, რაც საკმაოდ საინტერესოა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს, ტურიზმის კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და არსებობს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია. მათ შორისაა, ხელმისაწვდომობა - რომლის ზრდაც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ განსხვავებული, ულამაზესი ლანდშაფტი, მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ორივე ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ. შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას", - განაცხადა ერიკ იაკობმა.


მთიანი რეგიონების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა პაატა შანშიაშვილმა თუშეთის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამთო რეგიონების განვითარების მიმართულებით საინტერესო თანამშრომლობაა შესაძლებელი.


მთავრობის მეთაურმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეაფასა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინის, ისლანდიასა და ნორვეგიას აერთიანებს.


"ეს არის 14-მილიონი დამატებითი მომხმარებელი საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და ინესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა.


შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის პოლიტიკის ხელმძღვანელი რიხარდ კემპფი, ეკონომიკის სამინისტროს რეგიონული და დაგეგმვის პოლიტიკის ხელმძღვანელი ანეტე შპოერი, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ იაკობი და შვეიცარიის ტურიზმის ახალი ბაზრებისა და სპეციალური პროექტების დირექტორი, ფედერიკო სომარუგა, ხოლო ქართული მხრიდან - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ირაკლი ყურაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up