მთავრობა თანადაფინანსების ახალ, 650 000-ლარიან გრანტების პროგრამას იწყებს

მთავრობა თანადაფინანსების ახალ, 650 000-ლარიან გრანტების პროგრამას იწყებს

access_time2019-05-22 20:50:18


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანადაფინანსების ახალი, 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 


"ახალგაზრდა სტარტაპერებს, რომელთაც ვაცნობე სასიამოვნო სიახლის შესახებ - მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე გვექნება 650 000 ლარის გრანტის გაცემის საშუალება.
ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან.
სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში და ნოვატორებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ,"  განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


ახალი პროგრამა საქართველოში სტარტაპების უფრო მეტად წახალისებას ისახავს მიზნად.


პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს სტარტაპებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება.


„სტარტაპებთან დაკავშირებით კანონზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა დამტკიცდება საქართველოს პარლამენტში, ჩვენ მეორე დღესვე შევიტანთ სტარტაპების შესახებ კანონს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ კუთხით არსებული სამართლებრივი სივრცე შევავსოთ. მეორე საკითხი, ეს არის წვდომა ფინანსებზე. ძალიან საინტერესო ინიციატივები მუშავდება ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით. განსაკუთრებული სურვილი მაქვს, სტარტაპერები აქტიურად იყვნენ ჩართული ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, რადგან ეს არის პროდუქტი, რომელსაც მასშტაბირების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს.


კიდევ ერთი კანონი, რომელიც პარლამენტში განხილვის პროცესშია, საქართველოში საერთაშორისო კომპანიების არსებობას ეხება. მთავრობის მეთაურმა სტარტაპერებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის საფუძველზე უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნის.


„ჩვენ გვჭირდება გიგანტი კომპანიები, დიდი სახელები საქართველოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენ მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები, კონტრაქტები და გახდეთ დიდი ეკოსისტემის ნაწილი. უნიკალური საგადასახადო შეღავათები გვაქვს ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში დააარსებს მთავარ ოფისს, მას აქ ექნება კვლევებისა და განვითარების განყოფილება, შესაბამისად საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპერებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ეკონომიკაში. ივნისში მე მაქვს „როუდშოუ" რამდენიმე მსხვილ ამერიკულ ქალაქში და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე რამდენიმე, მინიმუმ ორი საერთაშორისო დონის მსხვილი აქსელერატორი აუცილებლად გვეყოლება საქართველოში. ეს საშუალებას მოგვცემს, დღეს არსებული ხარვეზები ბოლომდე შევავსოთ", - აღნიშნა პრემიერმა.


მამუკა ბახტაძემ ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ახალ კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელშიც ე.წ ვენჩურული ფონდების მიმართულებასაც მოიცავს და გაზრდის სტარტაპერების წვდომას ე.წ ვენჩურულ კაპიტალზე.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული იდეა წარმატებული, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გარანტი გახდება.


ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, ტექნოპარკში გამოცხადდა.


პროგრამა ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც საკუთარი ინოვაციის განვითარებისა და მსოფლიო დონეზე წარდგენის პოტენციალი აქვთ, ხელს შეუწყობს, ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე განახორციელონ.


თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ექსპერტები და სტარტაპერები დაესწრნენ.





გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up