მთავრობა სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

მთავრობა სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

person access_time2016-05-05 09:43:52

სტარტაპების დასაფინანსებლად საწყისი ბიუჯეტი 11 მილიონი ლარი იქნება, საბოლოოდ კი ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა დღეს მიიღებს, ერთი თვის თავზე კი ინსტიტუტი ტექნოპარკში ამუშავდება. ამ ინსტიტუტის დაფინანსება კი საპარტნიორო ფონდის და ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით მოხდება. შედეგად, დამწყებ ბიზნესს და ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ახალ ბიზნესს შესაძლებლობა ექნება დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე მიიღოს.


 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთოდ ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებაში, რაც ძალიან მისასალმებელია. თვითონ დაფინანსების პრინციპებზე, თუ რა მიმართულებები ექნება მას, თვითონ შიგნით სტრუქტურულად ეკონომიკის მინისტრი მოგახსენებთ. ამ ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით. საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს ამ პროექტების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ პროცესში, ამ ინსტიტუტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროფესიონალები, აღიარებული ექსპერტები ამ მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროფესიონალური მიდგომის მზაობას და ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- აცხადებს პრემიერი.




შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი   ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს
access_time2020-07-06 10:30:48
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცახდებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია,...

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...


მსგავსი სიახლეები

up