მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები, რათა ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას

მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები, რათა ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას

access_time2020-03-22 20:33:17

მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მიზნობრივ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს და რომლის მიზანია, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს, ასევე მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს კრიზისის გადალახვაში. ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხდება.



შეხვედრაზე ისაუბრეს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რეგიონებში მოქმედ ღია აგრარულ ბაზრობებზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს სავალდებულო წესების შესრულებას, ვინაიდან, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის აგრარულ ბაზრობებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს.




შეხვედრისას ყურადღება დაეთმო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ კუთხით წარმოება უკვე გამართულია და 23 მარტიდან დაიწყება პირბადეების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის, შემდეგ კი თანდათან კერძო სექტორის ყველა პრიორიტეტული ჯგუფისთვის, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ემსახურება.



განიხილეს საკარანტინო სივრცეების დამატებით მოძიების აუცილებლობა, რამდენადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამშობლოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვს დამატებითი საკარანტინო სივრცეების მობილიზებას, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.



შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განხორციელდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსვლა მოქალაქეებს მხოლოდ ლარსის, სადახლოს, წითელი ხიდის და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით შეუძლიათ. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო მოძრაობაზე.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაყოფილია ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად იკრიბება. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up