საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას იწყებს და ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება.
მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება.
„მინდა გითხრათ, რომ ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.