მთავრობა რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლას მომავალ წელს დაიწყებს - მეხუზლა

მთავრობა რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლას მომავალ წელს დაიწყებს - მეხუზლა

access_time2022-09-22 19:00:00

საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას ეტაპობრივად შეწყვეტს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივ გამოსვლაზე ისაუბრა და განმარტა, რომ 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის, მთავრობა პირველ ნაბიჯებს უკვე მომავალი წლიდან გადადგამს.


„ჩვენს 10-წლიან გეგმაში, რომელიც 2030 წელს სრულდება, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა ერთ-ერთ მიზნად არის გაწერილი. პირველი ნაბიჯები, რომელსაც მომავალ წელს გადავდგამთ, სუბსიდირების ხარისხთან მიბმა იქნება. ამ სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი სქემა ალბათ, წელსვე გვექნება, რათა იანვრიდან ვენახის სხვლა-ფორმირების დაწყებისას, ფერმერმა ის სქემა იცოდეს, რომელიც მას მომავალი წლის შემოდგომაზე ელის.


პირველ ეტაპზე ალბათ, ყურძნის ხარისხის მიხედვით სუბსიდირების მოცულობაში იქნება სხვაობა; შემდგომ ეტაპზე კი პირველი, რასაც ვიზამთ, უხარისხო ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა იქნება“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.


კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ეს, რომ სახელმწიფოს მართვის ქვეშ არსებული „მოსავლის მართვის კომპანია“ ბაზარზე არსებულ ჭარბ, უხარისხო ყურძენს აღარ ჩაიბარებს, ლევან მეხუზლამ უპასუხა: „საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ეს არის, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება“.



უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მთავრობას თეთრი ჯიშის ყურძნის სუბსიდირებისთვის 125 მლნ ლარი აქვს გათვალისწინებული.


ლევან მეხუზლას ინფორმაციით, დღეისთვის ჩაბარებული 131 909 ტონა ყურძნიდან, მოსავლის მართვის კომპანიამ 25 000 ტონა ყურძენი მიიღო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 85-90%-ი წითელ ღვინოზე მოდის და ამის გამო ბაზარზე თეთრ ყურძენზე მოთხოვნა ნაკლებია.


მეხუზლას განმარტებით, თეთრი ჯიშის ყურძნებიდან ძირითადად მაღალალკოჰოლური საბრენდე სპირტი იწარმოება, რომლის მთავარი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო. შესაბამისად წელს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამიდან არგამოსვლის მთავარ არგუმენტად ლევან მეხუზლა სწორედ ამას ასახელებს.


bm.ge


თეგები:
რთველი



ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:40:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up