მთავრობა პურის ფასზე პასუხისმგებლობას იხსნის

მთავრობა პურის ფასზე პასუხისმგებლობას იხსნის

access_time2018-12-10 21:00:00

„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, პურის ფასი არ რეგულირდება,“-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ პურის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მწარმოებელი კომპანიები იღებენ და ამაში მთავრობა არ ერევა.

„სახელმწიფო არ წყვიტავს და მთავრობა, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარ არის, უკვე დაინგრა. ჩვენ არ ვწყვიტავთ ამას,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება პრემიერის შეფასებას პურის გაძვირებაზე, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არაკონკურენტულ გარემოს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ისინი ამ საკითხს შეისწავლიან.

„ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაღაც პრობლემა ჩვენ მაგაზე რეაგირებას მოვახდენთ,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით კი პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფასის მატება ასეთი მაღალი არ უნდა იყოს, ამიტომ მთავრობა საკითხის გარკვევას სეეცდება. 


„საბაზრო მექანიზმები არ უნდა იყოს მაგხელა გაძირება. ვნახავთ რასთან გვაქვს საქმე. თუ რაღაც დარღვევად ჩავთვალეთ შესაბამის ზომებსაც მივიღებთ,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი პურის ფასის მატებას მსოფლიო ბაზარზე გაძვირებულ ხორბალს უკავშირებს. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ფასების შესწავლა, რამდენად ადეკვატურია ის მსოფლიო ბაზარზე ფიქსირებული ხორბლის ფასთან. 

„ხორბალი წელს უფრო ძვირი ღირს ვიდრე 2017 წელს, თუმცა ფასები, რომელიც ჩვენ გვაქვს ფქვილზე, ძირითად იგრედიენტზე, რომელზეც ხდება აპელირება, ეს რამდენად თანხვედრაშია და ადეკვატურია იმ ზრდის, რომელიც ჩვენ დავინახეთ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ზრდა იყო, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ  დღეს დილიდან პური მაღაზიებში 10-15 თეთრით გაძვირდა. 

rustavi2



თეგები:
პურის ფასი



„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up