მთავრობა პროგნოზირებს, სებ-ი გარე შოკებს აბრალებს, ცხოვრება კი ძვირდება

მთავრობა პროგნოზირებს, სებ-ი გარე შოკებს აბრალებს, ცხოვრება კი ძვირდება

access_time2021-11-29 12:00:17

წელს ქვეყანაში 14%-მდე ინფლაციაა მოსალოდნელი. ასეთია კვლევითი ორგანიზაციების უმრავლესობის პროგნოზი და მათ პოზიციას ლამის მთავრობაც კი იზიარებს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები ტოტალურად იზრდება.



ფასების ასტრონომიულ ზრდაზე საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს. ოქტომბრის თვის მონაცემებით, ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა – საქსტატის მონაცემებით, პროდუტების გაძვირების მთავარი მიზეზი ინფლაციაა. ქვეყანაში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის ანტირეკორდია.



2021 წლის ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 18.4%-ითაა გაზრდილი. მათ შორის:



ბოსტნეული და ბაღჩეული – ფასები გაზრდილია 43%-ით,
ზეთი და ცხიმი – ფასები გაზრდილია 31.6%-ით,
პური და პურპროდუქტები – ფასები გაზრდილია 19.4%-ით,
რძე, ყველი და კვერცხი – ფასები გაზრდილია 18.2 %-ით,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები გაზრდილია 18%-ით
თევზეული – ფასები გაზრდილია 16%-ით,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები გაზრდილია 13.0%-ით,
ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები გაზრდილია 11.2%-ით,
ხილი და ყურძენი – ფასები გაზრდილია 9.3%-ით,
ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები გაზრდილია 6.4%-ით.



გასული წლის ოქტომბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.9%-ითაა გაძვირებული.




სურსათთან ერთად, 43%-ით არის მომატებული ბენზინის, 35%-ით კი დიზელის საწვავის ფასი. აღნიშნული, ძირითადად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებით არის გამოწვეული. საწვავზე ფასების მატებას გადადინების ეფექტი, რა თქმა უნდა, სასურსათო და სხვა ტიპის პროდუქტებზე აქვს.



ფასების ზრდა იმდენად მასშტაბურია, რომ პრობლემაზე სახელისუფლებო რგოლიც კი საუბრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის არაეფექტურობას ხაზს უსვამს.



„რიგ პროდუქტებზე 100%-ით არის ფასები გაზრდილი - ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველა სტრუქტურას თავისი პასუხისმგებლობის ზონა აქვს. მე სებ-ს არ ვაკრიტიკებ, ზუსტად ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა - კანონით გვაქვს გამიჯნული, რომ ცენტრალური ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დათრგუნოს ინფლაცია.


გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეზე, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხარო რეალობად ახდა, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე ჩვენს ეკონომიკას. ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.



საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს. სებ–ში განმარტავენ, რომ 12.3%-იან ინფლაციაში, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, საგარეო ფაქტორებზე 8 პროცენტული პუნქტი მოდის.საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებასთან ერთად, ორი წელია, რაც სებ-ის ხელმძღვანელობა ყოველი მომდევნო კვარტლიდან ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს, რაც პირიქით მართლდება.



სებ-ის მიზანია, უზრუნველყოს ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში არსებობა, ხოლო ამ მაჩვენებელს თავად სები წინასწარ განსაზღვრავს. 2018 წლიდან ეს ნიშნული 3.0%-ია, რომელსაც 2019 წლიდან მეორე კვარტალიდან სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება ყოველთვიურად აჭარბებს, გამონაკლისი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალი იყო. ამ ფონზე კი ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, გასულ წელს კი მიუხედავად მაღალი ინფლაციისა სები პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და პირიქით, აპრილ-მაისში 1.0 პ.პ. -ითაც კი შეამსუბუქა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up