მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

access_time2018-08-17 19:05:00

მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა  განსაზღრული.

 

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება და მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

 

რაც შეეხება „ჩანაცვლების კოეფიციენტს“, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც ხდება  პენსიის ქვედა ზღვრების დადგენა, რათა არ იყოს საშუალო ხელფასის რაღაც პროცენტზე ნაკლები. 


ეს არის ის მთავარი კომპონენტები პენსიის რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და საპენსიო რეფორმაზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი საკამათო საკითხი სწორედ ეს იყო,  რადგან სპეციალისტების  თქმით, ბევრი რისკის შემცველია.


„ღირსეულ პენსიის“ აღების საშუალებას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1000 ლარია. რაც ნიშნავს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში, თუ დავუშვებთ რეალური ხელფასის ყოველწლიურად 5%-ით ზრდას და რეალურ 5%-იან საინვესტიციო შემოსავალს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, დაგროვილი თანხიდან ყოველთვიური პენსია (15 წელზე) 210 ლარი იქნება. მთავრობის განცხადებით, დღევანდელი პენსია (180 ლარი) მინიმუმ დღევანდელი ღირებულებით შენარჩუნდება. გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ საშუალო პენსია იქნება 390 ლარი თვეში, რაც, საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარში, 25 წლის საშუალო ხელფასის 20%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 12%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. დღეს ჩანაცვლების საშუალო კოეფიციენტი 18%-ია.   ასევე, დღეს რეალობაა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელფასი თვეში 500 ლარი და ნაკლები აქვს. მათ, ზემოთ მოცემული დაშვებებით, 25 წლის შემდეგ პენსია თვეში 306 ლარი ექნებათ, რაც საშუალო ხელფასის 25.5%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 15%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. ამჟამად, ჩანაცვლების კოეფიციენტი არის 30%,“ - ასეთია რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციის შეფასება.



იმისათვის, რომ საბაზისო პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი არ შემცირდეს, აუცილებელია საბაზისო პენსიის ინდექსაცია (ავტომატური ზრდა) მოხდეს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი აღემატება ინფლაციის მაჩვენებელს და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის ზრდის ტემპთან. ამით სოციალური პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება არსებულ ნიშნულზე, ხოლო მის ზრდაზე უკვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დაგროვებითი პენსიის დამატება.



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, კი აცხადებს , რომ სწორედ ამ პრინციპით უნდა გაიზარდოს პენსია და პენსიის ზრდა არ იყოს მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების დისკრეციის საგანი.



მთავრობამ ცხრა თვეში უკვე არსებული პენსიონერებისთვის უნდა შემოიტანოს კანონმდებლობა პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია მაკროეკონომკურ მაჩვენებლებს უნდა მიებას და არა პოლიტიკოსების მიერ გაცემულ დაპირებებს. “დაგროვებითი პენსიის შესახებკანონში შესაბამისი ნორმის დამატება ჩვენი მოთხოვნა იყო, რადგან, თუკი საპენსიო რეფორმას ვაკეთებთ, აუცილებელია, რეფორმა დღევანდელ პენსიონერებსაც შეეხოთ. დღეს არანაირი მექანიზმი იმისა, რომ პენსიის ზრდის დაგეგმვა მოხდეს, არ არსებობს. ეს ყველაფერი ძირითადად პოლიტიკოსების დაპირებებზე კიდია - პენსიონერებმა პოლიტიკოსებს უნდა უყურონ ხელებში. ამ მექანიზმის ამოქმედებით ერთხელ და სამუდამოდ პროგნოზირებადი გახდება, თუ რამდენი იქნება ჩვენი პენსია მომდევნო წელს. ამ კანონის არსი სწორედ ეს იქნება - რამდენიც არის ეკონომიკური ზრდა, რამდენიც არის მოსალოდნელი ფასების ზრდა, სწორედ იმ პროცენტს მიებმება პენსიის ზრდა. გარდა ამისა, პენსიის ინდექსაცია მომავალი პენსიონერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ადამიანები დაგროვებით პენსიასთან ერთად, ასევე საბაზისო პენსიას მიიღებენ და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საბაზისო პენსია ხუთი თუ ათის წლის შემდეგ,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.


დაგროვებითი პენსიის შესახებკანონი  „საკანონმდებლო მაცნეში 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებული 9-თვიანი ვადის ათვლა 6 აგვისტოს დაიწყო.  შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაზაფხულამდე უნდა მოამზადოს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში წარდგენას მომავალი წლის დასაწყისში ელოდება. 

 

ივლისში დამტკიცებული კანონით, რომელიც 6 აგვისტოს ამოქმედდა ,  საქართველო დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადადის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ


  •  საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის
  •  დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს 
  •  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო

დაგროვებითი პენსიისთვის გადახდა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და  დამსაქმებლისთვის, ვინც უარს იტყვის, საჯარიმო სანქციებია გათავლისწინებული. გარდა ამისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია პენსიის გაცემის  პირობები და ვადები. 


საქართველოში დღეისათვის პენსიის ოდენობა 180 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 175 ლარია. დღეს საქართველოში 731 ათასი პენსიონერია და მათი დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 12,2%-ს შეადგენს.


სწორედ ამ მოცემულობების გათვალისწინებით, სპეციალისტები დაგროვებითი პენსიის სისტემაში ბევრ პრობლემას ხედავენ და მიიჩნევენ, რომ, თუკი მთავრობა კონკრეტულ პრობლემებზე არ იფიქრებს, საპენსიო რეფორმა ჩავარდება და სოციალურ პრობლემებს გაზრდის.


სპეციალისტები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მიღებულ კანონში ბევრ  პრობლემას ხედავენ და პროექტის განხილვისას  ამაზე  აქტიურად საუბრობენ. თუმცა, მათი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც პენსიის რაოდენობას ეხება, დღემდე მოუგვარებელია.


„დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონის გარდამავალ დებულებებში წერია, რომ  „ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

 

რუსა მაჩაიძე






საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს

საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს
access_time2019-04-18 14:25:16
საქართველოში მალე შეიძლება Game of Thrones-ის ვისკი შემოვიდეს.  HBO-მ უკვე მიმართა საქპატენტი • Sakpatenti-ს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის.  ეს ინფორმაცია საქპატენტის ოფიციალური გვერდზეა გამოქვეყნებული.  HBO ამერიკული საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის ქსელია, რომელიც სატელევიზიო შოუებს, პროგრამებსა და საკუთარი წარმოების სერიალებს სთავაზობს მომხმარებელს. HBO-ს სერიალებს შორისაა „სოპრანოს კლანი“, „სექსი დიდ ქალაქში“, „ანტურაჟი“, „სამეფო კარის...

„მეღვინეობა ჩელთმა“ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა

„მეღვინეობა ჩელთმა“  საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა
access_time2019-04-18 13:30:18
ქართულმა ღვინომ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა. ჯილდოს მფლობელი „მეღვინეობა ჩელთი“ გახდა. როგორც „კომერსანტს“ მარნის გენერალურმა მენეჯერმა ანდრია მირიანაშვილმა განუცხადა „პროვაინის“ გამოფენაზე მათ მიერ წარდგენილმა ხუთი სხვადასხვა სახეობის ღვინომ უმაღლეს ნომინაციაში გაიმარჯვა და ხუთი ოქროს მედალი...

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე
access_time2019-04-18 11:58:15
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. • რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების...

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს
access_time2019-04-18 12:30:01
„ფრესკოს დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე მერიის იმ გადაწყვეტილებას აქვეყნებს, რომელიც მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას დოკუმენტურად ამყარებს. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ვინაიდან მომიჯნავე ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაციაში რეკომენდირებულია მოაზრებულ იქნას ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთიც და მოხდეს მისი ერთიანი გაერთიანება“....

დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი... ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“

დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი...  ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“
access_time2019-04-18 11:25:10
“უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს  ჩასვრილი (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩასვრილი (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან,...


მსგავსი სიახლეები

up