მთავრობა ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ბიზნესს წაახალისებს

მთავრობა ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ბიზნესს წაახალისებს

person access_time2016-05-06 09:05:31


მთავრობა ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ბიზნესს წაახალისებს, თუმცა, კერძო სექტორს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამას ნარჩენების მართვის სტრატეგია ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.


როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, დღესდღეობით ნარჩენების გადაყრა ძალიან ქაოსურად ხდება, რაც გარემოს სერიოზულად აზიანებს.


„დღეს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული, უკანონო სახერხებიდან  ნარჩენი, როგორც  წესი, უკონტროლოდ იყრება ამა თუ იმ ადგილზე, აბინძურებს გარემოს, იყრება მდინარეების ხევებში და იქ ფაუნას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვცდილობთ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში შევქმნათ შემდეგი მოდელი:  ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობას იღებს ის სუბიექტი, რომელიც ნარჩენს წარმოქმნის. თუ წარმოქმნის ბიზნესი, მისი ვალდებულება ხდება იფიქროს ნარჩენის მართვაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ნარჩენს არ განვიხილავთ როგორც გადასაყრელს, არამედ განვიხილავთ, როგორც რესურსს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ რესურსის გადამუშავებას. ამისთვის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შევქმნით ადგილებს, სადაც მოხდება ამ ნარჩენების დასაწყობება. ბიზნესის ვალდებულება იქნება, რომ მიიტანოს ეს ნარჩენი ამ კონკრეტულ ადგილზე და სადმე მდინარეში არ ჩაყაროს. იქ დაგროვილზე უკვე წავახალისებთ, ინტერესთა გამოხატვის მეშვეობით, რომ ეს ნახერხი აიღოს და გადაამუშავოს“,- აცხადებს აგულაშვილი.



მთავრობა აპირებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით სხვა ნაბიჯებიც გადადგას. გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ტყეზე ზეწოლის შემცირების კუთხით საქართველოს სერიოზული პოტენციალი აქვს, თუ ენერგოეფექტურობაზე იქნება ორიენტირებული და ამ მიმართულებით ახალ ტექნოლოგიებს დანერგავს, რაც რეალურად არ ჯდება ძვირი.


„ვცდილობთ, ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვას, იმიტომ რომ როგორ ღუმელებსაც ვიყენებთ დღეს სახლებში, სოფლად მცხოვრები ადამიანები უმეტესად, ასევე სკოლები და სხვა დაწესებულებები, არის აშკარად არაეფექტური, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ძალიან დაბალი და გარდა იმისა, რომ ენერგიის დიდი მოცულობა ფუჭად გაიტყორცნება, ამავე დროს საწვავად გამოყენებული შეშა, 40%-იანი ტენიანობის გამო არაფექტურია. რომ დავთვალოთ, შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ რესურისის მოხმარება და საჭიროება და ტყეზე ზეწოლა, თუკი ენერგოეფექტურ ღუმელებს გამოვიყენებთ და ასევე სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს,რომელიც, სხვათა შორის, არ არის ძვირი, მისი გამოყენება კი გარკვეულწილად დამოკიდებულია რაღაც ცოდნაზე. აქაც ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის საზოგადოების ინფორმირება და ბიზნესთან ურთიერთობა, რომ ბიზნესმა შეიძინოს და შემოიტანოს ეს ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.


ტყეზე ზეწოლის შესამცირებლად  მთავრობა ე.წ. სწრაფად მზარდი ტყე-პლანტაციების გაშენებასაც აპირებს. როგორც აგულაშვილი ამბობს, ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მასში ჩართულია როგორც სატყეო სააგენტო, ასევე კერძო ბიზნესი. აგულაშვილის თქმით, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით მთავრობა ამ პროცესსაც წაახალისებს. 




„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-09 10:06:39
ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი...

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...


მსგავსი სიახლეები

up