მთავრობა მიწის რესურსებს აღრიცხავს და ერთიან ბაზას შექმნის

მთავრობა მიწის რესურსებს აღრიცხავს და ერთიან ბაზას შექმნის

access_time2021-04-17 12:47:41

მთავრობა მიწის რესურსებს აღრიცხავს და ერთიან ბაზას შექმნის. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც არის საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა.


„მონაცემთა ერთიან ბაზაში აღირიცხება საქართველოს მიწის ფონდის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შესახებ მიღებული ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი მონაცემები.


მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ არსებული ნაერთი ინფორმაცია აისახება მიწის ბალანსში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრში,“- ვკითხულობთ დადგენილებაში.



დადგენილების თანახმად, მიწის ბალანსში შეიტანება შემდეგი სახის ნაერთი ინფორმაცია:
საქართველოს მიწის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ფართობების რაოდენობის შესახებ;
საქართველოს მიწის ფონდის შემადგენელი მიწის ფართობების საკუთრებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით განაწილების შესახებ;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების კატეგორიების მიხედვით განაწილების შესახებ;
დამუშავებული (ფაქტობრივად გამოყენებული) და დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ;
სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიწის ფართობების შესახებ;
დაცული ტერიტორიების მიწის ფართობების შესახებ;
ზედაპირული წყლის ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობების შესახებ.

bpn.ge





ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up