მთავრობა მიწის რეგისტრაციის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას აპირებს

მთავრობა მიწის რეგისტრაციის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას აპირებს

access_time2019-02-16 18:00:25

იუსტიციის სამინისტრო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმების დახვეწაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია მოცემული.


როგორც დოკუმენტში წერია, 2016 წლიდან მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით კანონის ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოვლინდა ის საკითხები, რომლებიც დასაზუსტებელია.


"მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის გამო, მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება მათზე მოსარგებლეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.


პროექტებით გაფართოვდება როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება და გაჩნდება მოსარგებლეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ახალი სამართლებრივი საფუძვლები; დაიხვეწება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმები. საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს აფერხებს კომლის წევრთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა. ამ ინსტიტუტის საბჭოური შინაარსიდან გამომდინარე, კომლში სამკვიდროს გახსნას უკავშირებს მისი ბოლო წევრის გარდაცვალებას.



იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწაზე კომლის წევრთა მესაკუთრედ აღიარების საფუძველია, ხოლო კოლმეურნეობის გაუქმებით კომლმა თავისი თავდაპირველი შინაარსით არსებობა შეწყვიტა, ქონება, რომელიც კომლს ეკუთვნოდა, კომლის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად (წილის პროპორციულად) უნდა ჩაითვალოს და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის საერთო წესები", – მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტში.


როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ბოხაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მიწის რეფორმის დაწყებიდან ორწელიწად ნახევრის შემდეგ, მიწების დაახლოებით 20% დარეგისტრირდა, შედეგად, ჯამურად სახელმწიფოს სახელზე და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რაოდნეობა 45%-ის ფარგლებში მერყეობს.



BM.GE






„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up