მთავრობა მივიწყებულ „საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს“ წინასაარჩევნოდ მიუბრუნდა

მთავრობა მივიწყებულ „საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს“ წინასაარჩევნოდ მიუბრუნდა

access_time2020-07-29 11:00:45

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი“, რომელსაც  ა(ა)იპ OPEN NET-ი ახორციელებს და რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” მიერ 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2015 წელს დაანონსდა, ხოლო 2016 წელს ოფიციალურად უნდა დაწყებულიყო მისი განხორციელება, დღემდე მივიწყებული იყო.  პირვანდელი გეგმის მიხედვით 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონოდა მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, მაგრამ დადგა 2020 წელი და ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების ნაცვლად მისი დაწყების შესახებ თავიდან დაანონსდა.

 

ეს არის პროექტი, რომლითაც ხელისუფლება 2014 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად თავს იწონებდა, თუმცა დღემდე ისე მოვიდა, რომ მის განსახორციელებლად არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.  ასევე, როგორც ცნობილი იყო, „საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს“ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშივილის ფონდი ამ პროექტს ჩამოშორდა და ახლა სახელმწიფო თავად იზრუნებს შესაბამისი ფინანსების მოზიდვაზე.

 

დღემდე „ოფენ ნეტი“ მხოლოდ ფორმალურად არსებობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხა მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების მაღალ ანაზღაურებას ხმარდებოდა. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, შეიცვალა ორგანიზაციის დირექტორი და „ოფენ ნეტს“ მარიამ სულაბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც წინა ხელმძღვანელისგან განსხვავებით მედიაშიც გამოჩნდა და განაცხადა, რომ „საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროექტის განხორციელება კვლავ იგეგმება და სახელმწიფო მოიცავს იმ რეგიონების დაფარვას, რომელშიც დღეს კერძო სექტორს არ აქვს გამოხატული ინტერესი.

 

„აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს ბანკთან, რომ დროულად დავიწყოთ მთლიანად ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მთლიან საქართველოს მოიცავს. მოიცავს საქართველოს იმ რეგიონებს, რომლებში დღეს არ არის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და რომლის მოსახლეობაც მოკლებულია ინტერნეტ მომსახურეობას.

 

სახელმწიფო მოიცავს იმ რეგიონების დაფარვას, რომელშიც დღეს კერძო სექტორს არ აქვს გამოხატული ინტერესი. ანუ მათ არ აქვთ იქ ინფრასტრუქტურა და ასევე გააჟღერეს ინფორმაცია, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ აპირებენ მის აშენებას. შესაბამისად, სწორედ იმ რეგიონებში, სადაც დღეს ინფრასტრუქტურა არ არის, მას ააშენებს სახელმწიფო. ეს არის ამ პროექტის ძირითადი მიზანი. საპილოტე პროცესი უნდა დამთავრდეს წლის ბოლოს. სამწუხაროდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედი გვაქვს ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ გვექნება“, – განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

 


ასევე, მარიამ სულაბეძის განცხადებით, ოზურგეთი იქნება პირველი რეგიონი, საიდანაც საპილოტე პროექტი დაიწყება.

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანამ მსოფლიო ბანკი ჩაერთვება საქმეში და გავივლით ყველა პროცედურას, გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პირველი ნაბიჯი გადაგვედგა და შეგვერჩია ერთ-ერთი რეგიონი საპილოტედ, სადაც მოხდებოდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით შეირჩა ოზურგეთის რაიონი. ამ რეგიონში 49 დასახლებული პუნქტია და ეს მოიცავს 48 ათასზე მეტ მოსახლეს. მოსახლეობის რაოდენობამ განსაზღვრა, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა მოეცვა ამ საპილოტე პროექტს. გარდა ამისა, გეოგრაფიულად ეს არეალი გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით შეზღუდულ ვადებში ჩვენ მოვახერხოთ და შევასრულოთ ეს სამუშაოები“, – განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

 

პროექტის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

„ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში – ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, რომელიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – აცხადებს გახარია.

 

აღსანიშნავია, რომ „ოფენ ნეტის“ ახალი დირექტორის დანიშვნამდე მთავრობამ საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგიაც დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ კვლავ გაიხსენეს ოთხი წლის განმავლობაში მივიწყებული პროექტი. პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და იმედია ამჯერად მაინც მოხერხდება მისი განხორციელება და დაპირება – კვლავ დაპირებად არ დარჩება.  ვინაიდან, დაუშვებელია 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელ, ფუფუნების საგნად რჩებოდეს. ფაქტია, რომ ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას. ინტერნეტის დაფარვა საქართველოს რეგიონებში ძირითადად 60%–ს ქვემოთაა, რაც ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელია.

 

ერთადერთი რაც პროექტის განხორციელებაში კვლავ ბუნდოვანებას აჩენს მისთვის საჭირო ფინანსებია, ვინაიდან დღემდე საჯაროდ არ გაცხადებულა თუ რა დაჯდება მეორედ გაცოცხლებული „საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი“ და დააფინანსებს თუ არა მას სრულად მსოფლიო ბანკი, რომელსაც მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ  მთავარ წყაროდ განიხილავს.


bfm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up