მთავრობა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის ფაზაში გადადის – ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრას აფასებენ

მთავრობა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის ფაზაში გადადის – ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრას აფასებენ

person access_time2016-02-16 19:08:19

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენლებს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა.


ბიზნესმენების მხრიდან შეხვედრა საკმაოდ დადებითად შეფასდა. ითქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება სერიოზულად შეცვლილია და მთავრობა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის ფაზაში გადადის.


რაზე ესაუბრა 2 საათის განმავლობაში პრემიერმინისტრი ბიზნესს?


როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრა საინტერესო იყო, რადგანაც ხელისუფლებამ მიიღო შენიშვნები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მომავალში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.


ბიზნესმენებმა პრემიერისგან მხარდაჭერა მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ საკითხზე, რაზეც შეხვედრის დაწყებამდე აქტიურად საუბრობდნენ. საუბარია იმაზე, რომ საგადასახადო რეფორმა, რომელიც მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, საბანკო სექტორსაც უნდა შეეხოს. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ აზრს ემხრობა.


„პრინციპში, მე ვეთანხმები, რომ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას ამ რეფორმამ, თუმცა, ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, რომ ამ ნაწილში ამოქმედების ვადაზე ვიფიქროთ მოგვიანებით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისი თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რაც  სასამართლოში საკითხების განხილვის ვადებს ეხებოდა.


„ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული მიხედვა სჭირდება, ამ კუთხით გვექნება საუბარი იუსტიციის სამინისტროსთან  და თვითონ სასამართლოსთანაც, რადგანაც ეს აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ამასთან, გვქონდა განხილვები ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეზე, ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალურ ქვედანაყოფს პრემიერის ადმინისტრაციაში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სერიოზულ ცვლილებას მოვიტანთ უახლოეს მომავალში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერმა განცხადება გააკეთა ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებითაც, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა.


„ფინანსთა მინისტრის განცხადება ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და იმ პაკეტთან, რომლითაც შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან დაახლოებით 350-დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე სხვა მუხლების ხარჯების შემცირება და ლარზე ზეწოლა შეწყდება ამ კუთხით. ამასთან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ვიზიტორების გაზრდის მიმართულებით და მათ შორის კონკრეტულად გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მათ შორის ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, დამატებითი რეისები და ა.შ.“,-აღნიშნა პრემიერმა.


შეხვედრა შეაჯამა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა“ გიორგი ჭირაქაძემაც. მისი თქმით, პრემიერმა ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი.


„ძალიან წარმატებული და საინტერესო შეხვედრა იყო ბიზნესთან. ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცა პრემიერმა. საკითხები, რომელიც მან არ იცოდა, დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიგებდა. მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებაში არის პოზიტიური. ჩვენ გამოვუცხადეთ პრემიერს მხარდაჭერა, ვხედავთ, რომ რეალურად ბევრი საკითხი, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში წამოწია პრემიერმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.


მოგების გადასახადი, რომელიც მართლაც რევოლუციურია, იყო დაპირება პრემიერისგან, რომ ის აქტიურად ჩაგვრთავს ამ პროცეში. მკაფიოდ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებით არის სერიოზულად შეცვლილი და აქტიური კომუნიკაციის ფაზაზე გადავდივართ.


ვისაუბრეთ იმ რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო წელთან. პრემიერი დაგვპირდა, რომ არ რისკებს გაითვალისწინებს“,- აღნიშნა ჭირაქაძემ. 

 

ბიზნესმენებმა, რომლებსაც „კომერსანტი“ ესაუბრა, ცალსახად აღნიშნეს, რომ მათ პოზიტიური მოლოდინები აქვთ. „კომერსანტი“ ცალკეული ბიზნესმენების მოსაზრებებს დეეტალურად შემოგთავაზებთ.




ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up