„მთავრობა ისეთი სახელმწიფო ობიექტების გასხვისებით, რომელთაც „ოქროს ფასი“ აქვს ბიუჯეტსაც შეავსებს და ბიზნესს აქტივობასაც გაზრდის“

„მთავრობა ისეთი სახელმწიფო ობიექტების გასხვისებით, რომელთაც „ოქროს ფასი“ აქვს ბიუჯეტსაც შეავსებს და ბიზნესს აქტივობასაც გაზრდის“

access_time2020-04-09 10:50:30

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ მასშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს იყო პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას სჭირდებოდა. მთავრობის მეთაური ამბობდა, რომ  სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, საჭირო იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. ითქვა ისიც, რომ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მთავრობამ რეალურად მნიშვნელოვან ობიექტები თავისთვის დაიტოვა.

 

ძალიან მალე პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი დაიწყო. როგორც შემდგომში ეკონომიკის მინისტრისგან გახდა ცნობილი აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა, შედეგად 60 სხვადასხვა საბადოზე, ინვესტორებმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღეს.

 

ქონების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ამ ეტაპზე 53 უძრავი ქონება გაყიდულია, რომელთა ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 38 777 700 ლარს შეადგენდა, ხოლო პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 51 764 700 ლარი შეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტო მუდმივად მუშაობს საინვესტიციო შეთავაზებების მიმართულებით და პროგრამის ფარგლებში შექმნილ ინტერაქტიულ რუკას პერიოდულად დაემატება კომერციულად საინტერესოო შეთავაზებები.

 


„კომერსანტი“ დაინტერესდა ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის დროს შეიძლება თუ არა იყოს ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მიმართულება იმ ობიექტების გასხვისება, რომელიც ახლა სახელმწიფოს კუთვნილებაშია.

 

საკითხზე ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საუბრობს. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საინვესტიციო გარემო ახლა ძალიან დაბალ დონეზე, ინტერესი მცირე, ამიტომ ძალიან ძნელია ისეთი ობიექტების აუქციონზე გამოტანა, რომლითაც ინვესტორებს დაინტერესება იქნება შესაძლებელი. თუმცა, ეკონომიკის დოქტორი ამბობს იმასაც, რომ თუ ეკონომიკის სამინისტრო ისეთი მიმართულებებს აირჩევს, რომელზეც მეტი ინტერესი იქნება შენარჩუნებული, იგივე სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ინვესტორების დაინტერესება შესაძლებელია. ირაკლი მაკალათიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აუქციონზე ისეთი ობიექტები უნდა გამოიტანოს, რომლებსაც საინვესტიციო მიმზიდველობა ექნება. მისივე თქმით, რიყის დოქები,როდესაც არ უნდა გამოიტანონ აუქციონზე მაინც არ გაიყიდება.

 

საქართველოს მთავრობამ არ გააჩერა წიაღის მოპოვება, რადგან  როგორც ჩანს მოთხოვნა ბაზარზე არსებობს.შესაბამისად,წიაღის მოპოვების კუთხით თუ გააგრძელებენ პროგრამას და ბიზნესს მეტ ობიექტს შესთავაზებენ,ცხადია ეს უკეთესი იქნება ეკონომიკისთვის . თუმცა,მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ გამოაქვთ ისეთი ობიექტები,რომელიც საინვესტიციოდ დიდად მიმზიდველი არ არის. ქონება, რომელსაც ოქროს ფასი ადევს ისევ სახელმწიფო ბალანსზეა შენახული და დაკონსერვებული. ასეთი ობიექტები კრიზისამდეც უნდა შეეტანათ სიაში, თუმცა, ახლაც რომ შეიტანონ კარგი იქნება. რეალურად, რასაც ოქროს ფასი აქვს უნდა გამოიტანონ, ამით ბიუჯეტსაც შეავსებენ, ბიზნესს აქტივობასაც გაზრდიან და მიღებული შემოსავალი ანტიკრიზისულ პერიოდში შეეხიდებათ. რამდენად გაამართლებს არ ვიცი მაგრამ ცდა აუცილებელია.  პრობლემაა ასევე  ის, რომ წიაღის მიმართულებით რა ობიექტებიც გამოაქვთ აუქციონზე,რელურად გამოაქვთ ლიცენზიის პირობებით. ინვესტორისთვის ლიცენზიით ობიექტის აღება საინტერესო არ არის, რადგან მაინც დროებითი საკუთრებაა. “,- განმარტავს ირაკლი მაკალათია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up