მთავრობა იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემას ვერ აგვარებს – რას ურჩევენ სპეციალისტები ხელისუფლებას

მთავრობა იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემას ვერ აგვარებს – რას ურჩევენ სპეციალისტები ხელისუფლებას

person access_time2016-03-21 12:10:58

იპოთეკით დაზარალებული ადამიანების პრობლემა დღის წესრიგში ისევ მწვავედ დგას. დაპირებების მიუხედავად ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს. 


სპეციალისტებს ერთ-ერთ გამოსავლად ფიზიკური პირის გაკოტრების მექანიზმის ამოქმედება მიაჩნიათ. რას გულისხმობს ფიზიკური პირის გაკოტრება და რამდენად არის გამოსავალი იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობისთვის? ამ თემაზე გადაცემა „ეკონომეტრის“ ეთერში ადვოკატმა როინ მიგრიაულმა ისაუბრა. 


- იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო კავშირის ინიციატივით დაახლოებით იანვრის მდგომარეობით 250 ათას ოჯახზე ოფიციალურად არის გაცემული სააღსრულებლო უწყება და თუ ამ ციფრს 3-4 წევრიან ოჯახზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშე შეიძლება დარჩეს. რეალურად ისინი ბანკროტები არიან. რამდენად არის ასეთ დროს ე.წ გაკოტრების მექანიზმის ამოქმედება და რატომ არ გამოიყენება? 


- იმისთვის, რომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა სამართლებრივ სიტუაციას მოვარგოთ,  ამ პროცესების საკანონმდებლო რეგულირებაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც ეკონომიკური და ფინანსური პრობლემა შეექმნათ, უნდა არსებობდეს ქვეყანაში მექანიზმი, რომელიც მათ ამ პრობლემისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას მისცემს. თუ საერთაშორისო სტანდარტებს გავითვალისწინებთ, ასეთი მექანიზმი გათვალისწინებული უნდა იყოს გაკოტრების კანონმდებლობაში. ჩვენც გაგვაჩნია გაკოტრების კანონმდებლობა, რომელიც გადახდის უუნარობის კანონის ფარგლებშია მოქცეული. სამწუხაროდ დღეს მოქმედი კანონი არ იცნობს ფიზიკური პირის გაკოტრებას. განსხვავებით წინა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისგან, რომელიც ცალკე სუბიექტად მიიჩნევდა ფიზიკურ პირს, რომლის გაკოტრებაც შესაძლებელი იყო. 


- რატომ აუარეს ამ შემთხვევაში გვერდი ფიზიკურ პირებს? 



-2007 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელმაც გააუქმა ძველი კანონი. ძველი კანონი იყო გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული, ძალიან კარგად მუშაობდა 10 წლის განმავლობაში და ფიზიკური პირის გაკოტრება გათვალისწინებული იყო მასში. ვერ გეტყვით რა მიზეზი ქონდა მაშინდელ ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც დაიწყო ახალი კანონის შემუშავება და დაარქვა გადახდის უნარობის შესახებ კანონი, ამ კანონით არ გაითვალისწინა ფიზიკური პირი, როგორც გაკოტრების სუბიექტი. აქედან გამომდინარე ახსნა ძნელია თუ რა მიზანი ქონდა მაშინდელ მთავრობას, როდესაც უარი თქვა ფიზიკური პირის გაკოტრებაზე. თუმცა ექსპერტები ვამბობთ, რომ დიდი შეცდომა დაუშვა ამით სახელმწიფომ, როდესაც ფიზიკური პირი გამორიცხა, როგორ გაკოტრების უნარიანი სუბიექტი. ზოგადად გაკოტრება, როცა კომპანიების მხრიდან ხდება ხშირ შემთხვევაში არის გამოსავალი, როგორც კომპანიის აქტივების გადარჩენის ისე კომპანიის, როგორც სამართლებრივი სუბიექტის გადარჩენის. ფიზიკური პირის მიმართაც მთელი რიგი რეგულაციები არსებობს თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ვალებისგან გათავისუფლება. პირველი კანონი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, პირდაპირ ითვალისწინებდა ორი ტიპის რეგულაციას. როგორიც იყო მოვალის ვალებისგან გათავისუფლება და ვალებისგან გათავისუფლების შემდეგ ეს პირი იქცეოდა სრულუფლებიან, აქტიურ მოქალაქედ. დღეს სახელმწიფოს კრედიტ ინფოს შავი სიის მონაცემების მიხედვით 100 ათასზე მეტი მომხმარებელი ყავს შეყვანილი მოვალე, რომელსაც არ აქვს საშუალება როგორც მოვალეს დაიწყოს აქტიური სამართლებრივი ქმედებები. სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ყავდეს ამდენი სამართლებრივად უუნარო მოქალაქე. მათი გააქტიურება შესაძლებელია გაკოტრების კანონის ეფექტურად ამოქმედებით. 


- მაშინ რა შეღავათი შეიძლება ქონდეს ფიზიკურ პირს? 


-პირველ რიგში მათ უნდა მიმართონ სასამართლოს და დაიწყოს მათ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა ან ვალებისგან გათავისუფლება, ან სააღსრულებლო დაცვის მიღწევა, როდესაც რაღაც ვადის განმავლობაში მათ მიმართ არ შეიძლება კრედიტორებმა დაიწყონ სააღსრულებლო მოქმედებები. ძველი კანონი ერთწლიან სააღსრულებლო დაცვას ითვალისწინებდა. მათ ამ პერიოდში შეუძლიათ დაიწყონ აქტიური სამართლებრივი ცხოვრება, ამ დროში შექმნილი მათი ცხოვრება დაცული იქნება კრედიტორებისაგან. გერმანიაში ეს პერიოდი არის 7–წლიანი. 7 წელი უფრთხილდება სახელმწიფო ასეთ მოვალეებს. 


- ჩვენი პრობლემა დღეს ის იპოთეკარები არიან ვინც შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მაგალითად დასავლეთში აკრძალულია იპოთეკაში ერთადერთი საცხოვრისის გარანტიის ჩადებით სესხის გაცემა. რაც ჩვენთან მთავარ პრობლემას წარმოადგენს. რამდენად არის დაცული მომხმარებელი, რომ უშუალოდ იპოთეკური სესხის აღების დროსვე არ არის მოტყუებული? 


– ჩვენთანაც არის დაახლოებით ანალოგიური ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ მთლიანი ქონების მიმართ გარიგების დადება არ შეიძლება. ანუ შენ თუ მთლიან ქონებას გარიგების ობიექტად აქცევ, ასეთი გარიგება შესაძლოა ბათილად იქნეს ცნობილი. უბრალოდ ეს ნორმა არ მოქმედებს. გარკვეული დაცვის მექანიზმები უნდა არსებობდეს და პირდაპირი აკრძალვა სესხის ხელშეკრულების თავში იყოს, რომ არ შეიძლება მთლიანი ქონების ჩადება. სახელმწიფომ უნდა იფიქროს მექანიზმებზე. პირველ რიგში ასეთი ინიციატივა იუსტიციის სამინისტროსგან უნდა მოდიოდეს. რამდენადაც ვიცი იუსტიციის სამინისტრო რაღაც პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა იპოთეკარების პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ სამართლებრივ ნორმებში უნდა მოხდეს ამის ასახვა. 


- მეორეს მხრივ საუბარია უკვე გაცემულ კრედიტებზე. რამდენად იზარალებს სესხის გამცემი პირი ან ორგანიზაცია თუ კი ასეთი ტიპის კანონი ამოქმედდება? 


- უნდა დავყოთ ბანკების მიერ გაცემული კრედიტები და ფიზიკური პირების სასესხო ურთიერთობა. გარკვეულწილად სესხის გამცემსაც თავის პრობლემა აქვს, რომელმაც თანხა გასცა და შესაძლოა ეს თანხა მისთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყო და მისგან სარგებლის მიღება გადაწყვიტა. ბანკებთან დაკავშირებით უფრო მკაცრ რეგულაციებს მოვითხოვდი. ბანკებს შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოზე ავუკრძალოთ მექანიზმების გამოყენება და ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, როგორც იპოთეკარის ინტერესი უნდა დაიცვა ისე გამსესხებლის ინტერესიც უნდა დაიცვა.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up