მთავრობა იმ მესაკუთრეებს წაახალისებს, ვინც მიწას ოფიციალურად დაირეგისტრირებს

მთავრობა იმ მესაკუთრეებს წაახალისებს, ვინც მიწას ოფიციალურად დაირეგისტრირებს

access_time2016-01-15 12:01:15

მთავრობა იმ კერძო მესაკუთრეებს წაახალისებს, ვინც მიწას ოფიციალურად დაირეგისტრირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დროს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

"კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, ამიტომაც იუსტიციის სამინისტრო პრემიერმინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება ან საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილ კომპიუტერული ბიუროს არქივებში ან სხვაგან. რომ ჩვენ დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს თავისი საკუთრება. კერძო მესაკუთრეები რაც მეტ მიწას დაირეგისტრირებენ და რაც მალე გააკეთებენ ამას, ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, კერძო მესაკუთრეს ვადა ვერ ექნება. კერძო მესაკუთრე თუ არის მესაკუთრე, ვერანაირი ვადის შეზღუდვა ვერ იქნება. მთავარია ჩვენ მათ საბუთების მოძიებაში დავეხმაროთ",-განაცხადა წულუკიანმა.




საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს
access_time2020-01-21 15:30:18
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა...

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...


მსგავსი სიახლეები

up