გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

access_time2019-09-19 18:55:43

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


„პრემიერ-მინისტრმა დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია, ქალაქისთვის ძველი თბილისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. იცით, რომ ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უშუალოდაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაში არიან ჩართულნი - ესენი არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. სხვათაშორის, სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, სამუშაოები 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.



„კომერსანტი“ 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up