მთავრობა გაზის ტარიფს რეგიონებშიც დაასუბსიდირებს - ახალი შეთანხმება „სოკართან“

მთავრობა გაზის ტარიფს რეგიონებშიც დაასუბსიდირებს - ახალი შეთანხმება „სოკართან“

access_time2020-06-29 14:05:22

დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფებს დაადგენს. მოქმედ ტარიფს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება.


როგორც ჟურნალისტებს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, მომდევნო სამი წელი რეგიონებშიც, ისევე როგორც თბილისში, გაზის ტარიფი არ გაიზრდება.


საქმე იმაშია, რომ თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში გაზის ახალი ტარიფის დადგენა ივლისიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამ გასული 6 თვის განმავლობაში სემეკი "სოკართან" იმ განხორციელებულ, თუ სამომავლო ინვესტიციებს ათანხმებდა, რაც მოსახლეობის ტარიფებში უნდა აისახოს. "სოკარი" 150 მლნ აშშ დოლარის ტარიფში ასახვას ითხოვს - ეს ის თანხაა, რაც აზერბაიჯანულმა ენერგოგიგანტმა საქართველოში საინვესტიციო პროექტებში დახარჯა.



"რაც შეეხება "სოკარის" მიერ ადრე განხორციელებულ 150 მლნ დოლარის მოცულობით ინვესტიციას, ეს აისახება ახალ ტარიფში, თუმცა ეს ტარიფის ზრდას არ იწვევს, ვინაიდან ამ ნაწილში სახელმწიფო მოსახლეობას შეეხიდება და თავისი რესურსებით მოახდენს ამ ყველაფრის კომპენსირებას", - განმარტა ნარმანიამ და დასძინა, რომ სახელმწიფოს მიერ რეგიონებში ტარიფის სუბსიდირების დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ტარიფის შენარჩუნება დაასუბსიდირა. შესაბამისად, თბილისში გაზის ტარიფი, რომელიც 2020-2022 წლებში იქნება მოქმედი, უცვლელი დარჩა.


"სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის დადგენილი ახალი ტარიფი ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.


BMG





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up