„მთავრობა გამკაცრებული რეგულაციით პასუხისმგებლობას თავს არიდებს“-  დედაქალაქის თითქმის ყველა ბარი დაკეტილი დაგხვდებათ

„მთავრობა გამკაცრებული რეგულაციით პასუხისმგებლობას თავს არიდებს“- დედაქალაქის თითქმის ყველა ბარი დაკეტილი დაგხვდებათ

access_time2020-10-16 10:00:10

თუ დღეს, პარასკევ საღამოს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ  თბილისში, აჭარასა და იმერეთში  განტვირთვას  გადაწყვეტთ, გართობა 10 საათამდე უნდა მოასწროთ. სანამ კონრეტულ დაწესებულებაში მიხვალთ, მანამდე აუცილებლად შეამოწმეთ გახსნილია თუ არა ობიექტი, რადგან საქართველოს მთავრობის დაწესებული ახალ შეზღუდვის გამო დედაქალაქის თითქმის ყველა ბარი დაკეტილი დაგხვდებათ.

 

სტუმრებს ვერ მიიღებს „მეობა“. ბარის დამფუძნებელი ნიკოლოზ მამეიშვილი ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ გახარიას გუნდი გამკაცრებული რეგულაციით პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

 

„პირდაპირ რომ ეთქვათ, ბარები და რესტორნები იკეტებაო, მაშინ გადასახადებზე, სესხებზე და ქირაზე პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ მოიფიქრა სისულელე, რომლითაც პირდაპირ არ თქვეს, რომ უნდა დავიხუროთ, თუმცა რეალურად  მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, რადგან ბარები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე 10 საათამდე ისედაც არ მუშაობენ. ბოლო ექვსი თვეა ექსპერიმენტულ მდგომარეობაში ვართ, ახლა როგორც იქნა ფეხზე დადგომის ეტაპი დაგვიდგა, მაგრამ მეორედ დაგვხურეს. ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, თუმცა რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ აუცილებლად დავიკეტებით, ისევ როგორც სხვა ბარების 100 პროცენტი“, - აცხადებს ნიკოლოზ მამეიშვილი.

 

ბარი „მეობა“-ს დამფუძნებელი „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც კომპანიას პანდემიის გავრცელების დღიდან აქვს. ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ამოქმედებითაც საქართველოს მთავრობა თავს იწონებდა, როგორც აღმოჩნდა ყველა ბიზნეს არ შეხებია. ნიკოლოზ მამეიშვილი აცხადებს, რომ ბარის დაკეტვის შემთხვევაში დაახლოებით 15 ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგას, სამსახურის გარეშე დარჩებიან. დღეს იგი საქართველოს მთავრობისგან ადეკვატურ, ბიზნესზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ქმედით ნაბიჯებს ელოდება.

 


„5000 ლარზე მეტი დავხარჯეთ კოვიდ უსაფრთხოებისთვის. არანირი გეგმა არ გვაქს როგორ შეიძლება გადავრჩეთ, 6 თვის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შეგვეძლო ობიექტის გადასარჩენად და თანამშრომლების შესანარჩუნებლად, ამ ეტაპამდე ძლივს მოვედით და ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს რა შეიძლება გავაკეთოთ. მთავრობისგან ველოდები იმას რაც ზოგადად უნდა გააკეთოს მთავრობამ - იზრუნოს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობაზე და მოქალაქეებზე. არანაირ გადავადებაზე არასდროს  ყოფილა ლაპარაკი ამ 6 თვის განმავლობაში, ჩემს შპს-ს ინკასო დაადეს, ანუ დახურულ ობიექტს მაინც დაგვარიცხეს დღგ-ს გადასახადი, თელასმა დენი გაგვითიშა, რადგან დეპოზიტის თანხას ითხოვდნენ. სახელმწიფოს ჩართულობა ბიზნესის გადარჩენაში იყო ნული. 6 თვის განმავლობაში არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია და რა თქმა უნდა ახლაც არ მაქვს იმედი, პირიქით ველოდები სიტუაციის გაუარესებას, ისევ კომენდანტის საათს და ა.შ.“, - განაცხადა ნიკოლოზ მამეიშვილმა.

 

მიღებულ გადაწყვეტილება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს დედაქალაქის კიდევ ერთი ბარისთვის. „ამბავში“ უკვე დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ უნდა გააგრძელოს დაწესებულებამ მუშაობა. ბარის დამფუძნებლის თქმით, ზარალი რომელიც გახარიას გადაწყვეტილებას მოჰყვება დღეში დაახლოებით 4 000 ლარია.

 

„მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რადგან ახალი შეზღუდვა ჩვენი მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს. ალტერნატიულ გეგმაზე ვმუშაობთ, თუ როგორ შეიძლება თავი გადავირჩინოთ. ვფიქრობთ ბარი რაღაც სავაჭრო ობიექტად გადავაქციოთ, რომელთა დახურვაც არაა შესაძლებელი. მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით  60 %-ით არის შემცირებული და ამ გადაწყვეტილებით მარტო ჩვენს ობიექტზე 40 ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. კოვიდ უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის დაახლოებით 10 000 ლარი დავხარჯეთ, ფაქტობრივად ეს ყველაფერი გავაკეთეთ ტყუილად. ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, ბარები მუშაობას რვა საათიდან იწყებენ და ორი საათის გამო აღარავინ მოვა“, - განაცხადეს ამბავში.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება აბსურდული ჰგონიათ არტ-კაფე ჰოუმშიც. ბარის  დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ბარები ახალ დარტყმას ვეღარ გადაიტანენ, რა დროსაც მათი უმეტესობა დაიხურება. მისი თქმით, გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი სესხების გადავადებაა.

 

„ობიექტს 7 საათზე ვხსნიდით, ახლა შევეცდებით გადავეწყოთ და მოვერგოთ არსებულ სიტუაციას. სამუშაო განრიგი შეიცვლება და 3 საათზე გავიხსნებით, მაგრამ ბარში რამდენად მივა ადამიანი 5 საათზე არ ვიცი, რეალურად გვკეტავენ. პლუს ახლა ამინდები გვიწყობს ხელს, როდესაც აცივდება გინდა 3 გახსენი და გინდა 7-ზე. ძალიან რთული ამბავია, შემოსავალი საერთოდ აღარ გვექნება, რა დროსაც ხალხი უმუშევარი დარჩება. დახურვის შემთხვევაში მინიმუმ 10 ადამიანი უმუშევარი დარჩება, ახლა მართლა აღარ ვიცი რა უნდა ვქნათ რადგან, შემცირებულ სტუმრების ფონზე მარტო მეც შემიძლია მუშაობა. გასაგებია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ იქნებ პოლიტიკური შეკრებები აკრძალონ, ჩვენ რომ გვხურავენ და თვითონ აგრძელებენ კამპანიებს ამ ლოგიკას ვერ ხვდები, ყველაფერი რომ იკრძალებოდეს გასაგებია, ვიყავით დაკეტილები და გავუძელით, ახლა ყველაფერი აბსურდულად მიმაჩნია. ამბობდნენ რომ მინიმალური შეზღუდვები იქნებოდა, ეს მინიმალური არ არის. უამრავი ბარი დაიხურა, ნაწილი რამაც გადაგვარჩინა, არ ის, რომ ბანკმა სესხები გადაავადა, ახლაც სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ, ისევ თუ გადავადდება სესხები გადავრჩებით. ჩემს შემთხვევაში გადამარჩინა კიდევ იმან, რომ სახლი ჩემია და ქირას არ ვიხდიდი. პირველივე შესაძლებლობის დროს გავიხსენით და ეს კარგი იყო, რადგან ვალების გასტუმრება დავიწყეთ, ახლა ისევ რომ დავიხურეთ არ ვიცი რა გვეშველება“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up