მთავრობა ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიას ლობირებს - ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა

მთავრობა ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიას ლობირებს - ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა

access_time2021-03-01 13:00:00

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიას „Air Georgia express“-ს უნდა დაეწყო ოპერირება, დღე-დღეზე თბილისის აეროპორტში პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავიც უნდა შესულიყო თუმცა, ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. მიზეზი ქართული ავიაკომპანიის დაბალი ცნობადობაა, რის გამოც ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ Wizzair-თან  თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა. როგორც „Air Georgia“-ს დამფუძნებელი „გიორგი კოდუა გვეუბნება, რომ პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ ამას ეკონომიკის  სამინისტრო მოისურვებს.

 

„ჩვენ პროექტი ეკონომიკის სამინისტროში გვქონდა წარდგენილი და პირდაპირ  გეუბნებით, რომ ქართული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია იფრენს იმ შემთხვევაში თუ  ამას ეკონომიკის სამინისტრო მოისურვებს. ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ მოგვცეს იგივე  პირობები რაც „Wizzair“-ს აქვს, თუ წამოვიდნენ ამ პირობებზე ჩვენ მზად ვართ დავაბაზიროთ ორი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში და რეისები შევასრულოთ. თუ მთავრობამ გვითხრა, რომ ფულს მარტო „Wizzair“-ს აძლევს, ხოლო ჩვენ არ მოგვცემს და სხვა პირობებში მოგვიწევს მუშაობა მაშინ გამოვა, რომ ბაზარზე არაჯანსაღი მონოპოლისტური გარემოა და მთავრობა ლობირებს  ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიას, სხვა კომპანიებს კი იგივე პირობებში არ აყენებს.  ეს რა თქმა უნდა  ბიზნეს პირობების დარღვევაა, რა დროსაც ბანკროტობამდე​ ერთი ნაბიჯია. თუ მე უფრო მეტი მექნა გადასახდელი ვიდრე „Wizzair“-ს, რა თქმა უნდა ჩემთან ბილეთი უფრო ძვირი ეღირება, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა უფრო მეტი გადამახდევინოს, აპრიორი ეს არ არის ჯანსაღი“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

 

ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებმა „Air Georgia“-ს საქმიანობა კიდევ უფრო გაურთულა. გიორგი კოდუა ახალა ელოდება, როდის დაინიშნება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც, მოლაპარაკებებს განაახლებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემია პირველ ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ახალ შესაძლებლობებს აძლევს.


 

„ველოდები როდის დაინიშნება ეკონომიკის სამინისტროში ახალი მინისტრის მოადგილე. როდესაც ჩვენ მოლაპარაკება დავიწყეთ, იყო თათბირი, ჩართული იყო ეკონომიკის მინისტრი მოადგილე,სამოქალაქო  ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენი ინვესტორები, მაშინ საუბარი იყო 4-5 მიმართულებაზე. „ryanair“ დააანონსა, რომ 2021 წელს საერთოდ არ იფრენს, „Wizzair“-მა ძალიან შეამცირა თავისი გეგმები და შეკვეცა რეისები. ქუთაისის აეროპორტში ტერმინალი დაამატეს, ჩემთვის გაუგებარია რისთვის ამატებენ, თუ ავიაკომპანიამ არ იფრინა. აქედან გამომდინარე ჩვენ შანსი მოგვეცა, რომ ის რეისები, რომლებიც „Wizzair“-ს ჰქონდა და შეაჩერა ჩვენ განვახორციელოთ, ანალოგიური თვითმფრინავებით,  რომლითაც „Wizzair“ ოპერირებდა, უბრალოდ დროშა იქნება ქართული“, - განუცხადა გიორგი კოდუამ „კომერსანტს“.


ბაჩო ადმია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up